“მე ვთქვი ზელენსკიზე დიქტატორიაო?, ვერ დავიჯერებ, რომ ეს ვთქვი”- ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას, კვლავ მიიჩნევს თუ არა, რომ ზელენსკი დიქტატორია.
ამასთან, ტრამპი ამბობს, რომ წიაღისეულზე შეთანხმებას ზელენსკისთან შეხვედრისას, პარასკევს მოაწერს ხელს.