„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 თებერვალს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ზაჰესში, ჯვრის მიმდებარედ და მუხათგვერდის ტერიტორიაზე; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში მებაღიშვილის, მაისურაძის, ველის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე თიანეთის გზატკეცილზე; 14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ტუშურები, ზარიძეები, ჯიჯეთი, ვერხველი და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.