“აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტის გიორგი ფხაკაძის ინფორმაციით, ახალი კვლევების თანახმად, “ფაიზერის” ვაქცინა 5-11 წლის ასაკის ბავშვებში ეფექტიანია. ამასთან, როგორც ფხაკაძე პროგნოზირებს, ახალი წლისთვის ამ ასაკის ბავშვებს სავარაუდოდ, აცრიან.
„ამ ინფორმაციას ელოდებოდა ყველა
პფაიზერის ვაქცინის ეფექტურობა იქნა დადასტურებული 5-11 წლის ასაკის ბავშვებში.
პფაიზერი/ბიონტეკი ამ კვირაში შეიტანენ განაცხადს ავტორიზაციაზე ამ ასაკობრივ ჯგუფებისათვის.
5 წლის ქვევით ასაკის კვლევები მიმდინარეობს და 2-3 თვეში იქნება ხელმისაწვდომი. ალბათ დაშვებულიც იქნება საახალწლოდ.
შეგახსენებთ, პფაიზერი/ბიონტეკს სრული ავტორიზაცია აქვს მიღებული ამერიკის წამლის სააგენტოდან 16 წლის ზემოთ ასაკიდან. 12-16 წლის ასაკობრივ ჯგუფში კი გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაცია“, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.