Tuesday, July 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ანიტას დასახმარებლად საქმეში გახარია ჩაერთო

December 11, 2019
ანიტას დასახმარებლად საქმეში გახარია ჩაერთო

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით 2 წლის ანიტა ფაცაციას ოჯახს მთავრობის ადმინისტრაციიდან უკვე დაუკავშირდნენ. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, პრემიერის დავალებით საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამის უწყებებთან კოორდინირებულად მუშაობს გოგონას პრობლემის მოსაგვარებლად, ოჯახთან კი კომუნიკაცია პრემიერის აპარატს აქვს.

რა საუბარი შედგა ანიტას ბებიასთან, თამარ გლურჯიძესთან, ამის შესახებ „პრაიმტაიმს ის თავად უამბობს

– მე სხვა გზა არ დამრჩა გარდა იმისა, რომ ჩემი შვილიშვილის საქმეზე მაქსიმალური რეზონანსი გამოვიწვიო. როცა პრემიერის აპარატიდან დამირეკეს, მათაც ვუთხარი, რომ ძალიან მცხვენია, ვინაიდან გამოდის, რომ იმ უწყებებს „გადავახტი“, რომელიც ისედაც გვიდგანან გვერდით, ვგულისხმობ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვას, მერიას… მაგრამ მე მინდა რომ ბავშვი გადარჩეს, თორემ ის თუ არ მეყოლება, აზრი ეკარგება ყველაფერს.

– კონკრეტულად რა გჭირდებათ ამ ეტაპზე, რაც მხოლოდ მთავრობის მეთაურს შეუძლია?

– საქმე ისაა, რომ ჩემი ვაჟის ოჯახი ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსით იმყოფება. ეს გზა იმიტომ ავირჩიეთ, რომ ამ ოპერაციას დიდძალი თანხები სჭირდებოდა, ჩვენ კი ამას ვერ გავწვდებოდით, თუმცა არავის გავუფრთხილებივართ, რომ ავსტრიის კანონმდებლობით ეს ოპერაცია ამ სტატუსის ადამიანებს არ უტარდებათ. ამ ქვეყანამ ოჯახი მიიღო, საცხოვრებელი მისცა, კლინიკაში მიიღო, კვლევები ჩაუტარა, მაგრამ მეტის გაკეთების უფლებას კანონი არ აძლევს. ამასობაში გაჩნდა შანსი, რომ ეს იტალიის კლინიკაში მოხერხდეს, თუმცა ამაას ხელს უშლის ბავშვის ლტოლვილის სტატუსი. თუ ეს სტატუსი მოეხსნება, ავსტრია თავისი კანონმდებლობით ვალდებულია ოჯახი ჩასვას თვითმფრინავში და იტალიაში კი არა, საქართველოში გამოამგზავროს, სადაც ფიზიკურად არ არსებობს პრაქტიკა ასეთი სახის ოპერაციის ჩატარების. თანაც, ანიტა ფრენას ვერ გადაიტანს.

– როცა მთავრობის ადმინისტრაციიდან დაგიკავშირდნენ ალბათ ეს ყველაფერი აუხსენით… რამე იმედი მოგცეს?

– ამ ეტაპზე ავუხსენი, რომ უმაღლეს დონეზეა ჩარევა საჭირო, თანაც ძალიან სწრაფად, რადგან, წარმოიდგინეთ, პალატაში შევიდა ექიმი ჩემს რძალთან და უთხრა, რომ თუ ბავშვს დროულად არ წაიყვანენ, დაიღუპება. წარმოგიდგენიათ, რა დღეში შეიძლება ვიყოთ?

მესმის, რომ შესაძლოა პანიკაში ვარ, მაგრამ ყველამ მინდა გაგვიგოს – ჩვენ ბავშვი უნდა გადავარჩინოთ, თორემ ეს თუ არ მოხდება, ყველაფერს დაეკარგება აზრი და ის, რომ მადლობელი ვარ ყველა უწყების, არაფერს მიშველის.

წყარო: primetime.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?
  • “მოიმკა ის, რასაც თესავდა ამდენი ხანი …“ – ვისზე საუბრობს იაგო ხვიჩია
  • თბილისში ავარიის შედეგად 17 წლის ბიჭი დაიღუპა – დეტალები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge