ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა, ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც შვილს მიმართავს.
„დეე, ნეტა ჩემი მონატრების 1%-ს გრძნობდე… უშენო დღეებისთვის არ გამიმეტებდი… დამიბრუნდი, გემუდარები რააა“, – წერს ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.