Tuesday, August 26, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სჭირდება შველა, წინააღმდეგ შემთხვევაში მსხვერპლი გვექნება უფრო დიდი”- ნინო ჩხობაძე გურიაში სტიქიაზე

February 25, 2025
“საშინლად უკონტროლო სიტუაციაა გურიაში… ახლანდელი ინფორმაციით, ტრაგედიაც მოხდა”- რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში?

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის თქმით, გურია შესაძლოა, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. სტიქიის სამართავად საჭიროა თბილისიდან და ქუთაისიდან ჯგუფების მობილიზება.

„სიტუაცია არის ძალიან მძიმე, ახლა თუ არ დაიძრა ჯგუფები თბილისიდან და ქუთაისიდან და ყველა არ იქნება მობილიზებული, ძალიან გაუჭირდება გურიას – დღეს სჭირდება შველა! ფორსმაჟორული სიტუაცია და ჩვენ არ ვართ მზად“, – თქვა ჩხობაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ გურია ზვავსაშიშროების წინაშე დგას. განსაკუთრებით კი საყურადღებოა ხით ნაშენი სახლების მდგომარეობა.

„არსებობს ზვავის საშიშროება, რომელმაც შესაძლოა, სოფლები წალეკოს. ბევრ სახლს უჭირს უკვე იმიტომ, რომ იქ ხით ნაშენი სახლებია ბევრი, გადათოვლას ვერ ახერხებენ, სიმძიმის გამო სახლები ინგრევა. ამას ემატება ის, რომ რეალურად გზა არ არის, პური არ აქვთ მოქალაქეებს, მედიკამენტები არ აქვთ, კომუნიკაციის საშუალება არ აქვთ, არ აქვთ დენი და წყალი.

ძალიან ბევრი ადგილიდან უკვე დაწყებული უნდა იყოს ევაკუაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავკარგავთ მოსახლეობას, მსხვერპლი გვექნება უფრო დიდი. იცოდეთ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, ამხელა თოვლი გურიაში არ იცოდა, ეს არის სტიქიური უბედურება და ფორსმაჟორული სიტუაცია. 2 მეტრია თოვლი ბევრ სოფელში, ფიზიკურად ვერ ახერხებენ გადაადგილებას. თუ მაშველები არ მიეხმარნენ ამ ხალხს, ჩვენ შესაძლოა, ხალხი ვეღარ ვნახოთ ცოცხალი“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა აჭარისა და გურიის მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. სამაშველო სამუშაოებში დილიდან ჩაერთნენ მოხალისეები. პროცესში ერთვება საქართველოს თავდაცვის ძალებიც.

დიდთოვლობამ პრობლემები უკვე შექმნა გურიისა და აჭარის რეგიონებში. უამინდობის შედეგად მოქალაქეთა ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ვრცელდება ინფორმაცია 2 გარდაცვლილის შესახებ. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათ ნაწილს არ მიეწოდება გაზი, დენი და წყალი, არ აქვთ წვდომა მედიკამენტებსა და საკვებზე.

 

ბიზნესპრესნიუსი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გომის მთაზე 85 წლის კაცს ეძებენ
  • თბილისში წყლის მიწოდება იზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი
  • 6 საკვაები, რომელიც უნდა მივირთვათ ზაფხულის სიცხის დროს? – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge