Facebook-ჯგუფში – „მოხალისეები გურიიდან“ – მოქალაქე ანა გუჯაბიძე პოსტს აქვეყნებს.
„ლანჩხუთის რაიონი სოფ.ჯიხანჯირში მამაჩემია ჩაკეტილი, მარტოა სახლში . მჭიდრო დასახლებაც არაა. 1 წლის უკან სადაც მეწყერი მოხდა იმ ადგილას ზუსტად.. საჭმელი და საჭირო ნივთები აღარ აქვს .. ვინმე თუ კი შეძლებს რომ მივიდეს , მე ვუყიდი ყველაფერს და გავატან . რაც თოვს არავის არ გაუწმენდია გზა და ძალიან დიდი თოვლია“, – აღნიშნულია პოსტში.