რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკის ზედოზირებით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. დაღუპული ექიმი ანესთეზიოლოგი გიორგი გელდიაშვილია.
გარდაცვლილის დედამ ტრაგედიის მიზეზებზე სოციალურ ქსელში ისაუბრა. ვიდეომიმართვაში მან თქვა, რომ მისი ვაჟი ნარკოდამოკიდებულებას შეეწირა. თუმცა, გარდაცვალების მიზეზი უშუალოდ არა ზედოზირება, არამედ სრულიად სხვა იყო…
“რა მოხდა სინამდვილეში… ბევრმა საინფორმაციო საშუალებამ დადო ტყუილი ინფორმაცია ჩემი შვილის ზედოზირებით გარდაცვალების შესახებ. ეს არ ყოფილა ზედოზირება, სინამდვილეში რა მოხდა…“ – ამბობს ნინო გელდიაშვილი.
მისი თქმით, გარდაცვალებამდე, იმ დილით მან დაურეკა ნარკოდილერს და უთხრა, რომ უნდოდა ორი ცალი კონკრეტული საშუალება.