Thursday, September 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„ყველამ მიხედეთ თქვენს პარტიას, თუ გაქვთ ამის თავი, არადა წადით სახლებში“ – ჩერგოლეიშვილი

February 21, 2025
„ვემხრობი, ყველამ დატოვოს პოლიტიკა…“ – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

„ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, ერთიანი სია გამორიცხულია.

„ოპოზიცია ერთიანი სიით არ გავა არცერთ არჩევნებში.

ამის გარანტიას გაძლევთ.

ყველა, ვინც ერთიან სიას გისახავთ პანაცეად, არის ყეყეჩი, რომელიც მისი ხელიდან მუდმივი ფრუსტრაციისთვის წირავს მათ, ვინც ენდობა – საბედნიეროდ, ცოტა ენდობა.

არ დაგიმალავთ, ძალიან რთულია იმ
ბანკროტებთან საქმიანი ურთიერთობა, ვისაც არანაირი შინაარსი არ გააჩნია, არც საკუთარი თავის იმედი აქვს და ტივტივის ერთადერთ გზად უშინაარსო აჯაფსანდალში ადგილის მოპოვებას ხედავს.

არ იქნება ერთიანი სია.

რაც სწრაფად შეწყვეტს ტელემედია ამ მარცხისთვის განწირული თემის ტრიალს, მით ნაკლებად მოუწევს თბილისისკენ მომავალ მანქანების კოლონებზე ტყუილების მოფიქრება (თუ გადაურჩა საკუთარ უტვინობას რომელიმე ოპო ტელემედია საერთოდ).

ყველამ მიხედეთ თქვენს პარტიას – თუ გაქვთ ამის თავი.

არადა წადით სახლებში.

P.S. ერთიან სიაზე ვინც საუბრობს, იმას ოპოზიციის ერთობა არ აინტერესებს, არც თანხმობა აინტერესებს.

არაერთი საკითხია რაზეც ვთანხმდებით, მაგრამ ნაცვლად იმ საკითხების პედალირებისა, რაზეც ვთანხმდებით, უთანხმოების გამომწვევ თემებს გვტენიან, რომ ხალხი ფრუსტრაციაში ჩააგდონ.

მიზეზი ერთია – ეს ადამიანები არ არიან მიჩვეული ამომრჩეველთან მუშაობას, პოლიტიკური ბანკროტები არიან.

მათ ბელადის, ან ფულის ტომრის მლიქვნელობით შეუძლიათ მხოლოდ ადგილის დამკვიდრება.

ახლაც ვიღაც ერთს ეძებენ, ვისაც შეეტენებიან და სიაში მოხვდებიან.

ანუ არანაირი თანხმობა მათ არ აინტერესებთ – ასეთ კრიტიკულ დროშიც, უთანხმოების თემებს პედალირებენ, საკუთარ ადგილზე ფიქრობენ და გარანტიებს ერთ ბელადთან ან ფულის ტომარასთან დალაგებაში ხედავენ“, – აღნიშნავს ჩერგოლეიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნინოს აქვს გაუსაძლისი ტკივილები, გადაადგილება ფაქტობრივად შეზღუდული აქვს და გამაყუჩებლიდან გამაყუჩებლამდე არის”- ნინო კალანდია
  • ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • წყალი 12 საათით შეწყდა – ნახეთ აღდგენის დრო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge