დღეს მიმდინარე აქციებისას დაკავებული ნიკა კაციას სასამართლო პროცესია.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ანა ქავთარაძე კაციას მიერ პროცესზე ნათქვამ სიტყვას აქცეყნებს.
„ნიკუშა კაცია შემოვიდა თუ არა ეს თქვა:
„საბადრაგო სამსახური არ მაძლევს სარდაფში დაჯდომის საშუალებას, ფურცლები მოვითხოვე და არ მომცეს. გარდა ამისა, დღესაც მაკეთებინეს ბუქნები, ეს ყველა შემთხვევაში უნდა ვთქვა და რატომღაც, ძალიან უცნაურად ემთხვევა, სასამართლომდე წამოსვლის
წინ არ მეძლევა საშუალება წამომეღო არც ცარიელი ფურცელი და არც პასტა”.
ბრალდების მხარის მოთხოვნით(არ ყოფნის დრო, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ, ახალ მტკიცებულებებს დროულად გაეცნოს) სხდომა 7 მარტამდე გადაიდო“, – წერს ქავთარაძე.
შეგახსენებთ, კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წაუყენა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.