“ბატონო კარგია, ხომ შვილი რომ კარგად გყავთ”, “გუშინ ბათუმში ქართულმა ოცნებამ ორი ბავშვი მოკლა, რა გამღერებთ, რა გაცეკვებთ, რა დროს იუმორინაა“, „როგორ შეიძლება ხალხნო ემპათია არ გქონდეთ, 4 და 6 წლის ბავშვები ჯართს ეძებდნენ” – ამ შეძახილებით დახვდნენ გუშინ ფილარმონიიდან გამოსულ მაყურებელს აქტივისტები. ადამიანების ნაწილი, რომლებიც “იუმორინას” კონცერტს ტოვებდნენ, აქტივისტებს შუა თითს უჩვენებდნენ.
“იუმორინა 2025” საიუბილეო კონცერტი ერთხელ უკვე გადაიდო. მაშინ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია: “ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, “იუმორინა 2025″-ის 14 და 15 დეკემბერს დაგეგმილი კონცერტები გადატანილია 15 და 16 თებერვალს”.
ხვიჩა მაღლაკელიძე “იუმორინას” ერთ-ერთი ვეტერანი წევრია. ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ გლოვასაც თავისი ადგილი აქვს და ხალხის ხასიათზე მოყვანასაც