Thursday, September 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დღეს ეს ყველაფერი მტკიცებულებებით გამყარდა…”-რას ამბობს დავით კაჭარავა?

February 21, 2025
“დღეს ეს ყველაფერი მტკიცებულებებით გამყარდა…”-რას ამბობს დავით კაჭარავა?

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა მედიასთან აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება, სადაც დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა.

კაჭარავას თქმით, ის, რაზეც „ხალხის ძალა“ ბოლო წლების განმავლობაში საუბრობდა, დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა ფაქტებით გაამყარა. დავით კაჭარავამ აღნიშნა, რომ პროცესი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი იწყებს აუცილებლად შეიტანს ცვლილებებს ევროკავშირში და დაეხმარება მათ კრიზისიდან გამოსვლაში.

„რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ „ხალხის ძალამ“ იმ ფასეულობათა კრიზისზე საუბარი, რომელზეც დღეს აშშ-დან საუბრობენ. ადრე თუ გვიან პოზიციები, რომელიც ევროკავშირს აქვს, თუნდაც ჩვენთან მიმართებაში, შეიცვლება“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით ცვლილებები მოხდეს ევროკავშირში. დეპუტატის თქმით, აუცილებელია საზოგადოებამ გააანალიზოს განვლილი პერიოდი, ერთ კონკრეტულ საკითხზე შეთანხმდეს და მის ირგვლივ გაერთიანდეს იმისათვის, რომ ქვეყანამ იაროს მშვიდობისკენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილებია აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ამ ყველაფერზე ვსაუბრობდით, მაგრამ თუ აქამდე ეს ყველაფერი იყო ჩვენი მხრიდან მხოლოდ საუბარი, დღეს ეს ყველაფერი მტკიცებულებებით გამყარდა და ამაზე საუბრობს ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. საზოგადოებისთვის უკვე თვალნათელია ის, რომ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო და იყო სხვა გზაც, გარდა იმისა, რომ ამ ომში შესულიყო უკრაინა. ძალიან გულდასაწყვეტი და სამწუხაროა ის ამბავი, რომ უკრაინა ომში გაეხვა, მაგრამ ამ ყველაფრიდან გამოსავალი უნდა ვეძებოთ და გამოსავალია მშვიდობა.

რა თქმა უნდა, ის ყველაფერი, რაზეც საუბრობენ ამერიკის ლიდერები და დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, არის უმნიშვნელოვანესი, პირველ რიგში, ევროკავშირის კრიზისიდან გამოსვლისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი აუცილებლად ჩვენამდეც მოვა და ცვლილებებს შეიტანს ევროკავშირში. ადრე თუ გვიან პოზიციები, რომელიც ევროკავშირს აქვს, თუნდაც ჩვენთან მიმართებაში, შეიცვლება.

რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ „ხალხის ძალამ“ იმ ფასეულობათა კრიზისზე საუბარი, რომელზეც დღეს აშშ-დან საუბრობენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს შეერთებული შტატების პირველი პირები ამახვილებენ ამ საკითხზე ყურადღებას. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ცვლილებები მოხდეს ევროკავშირში, კარგად ვიცით, რომ ეს პრობლემები არსებობს შეერთებულ შტატებშიც, ამიტომ საზოგადოებამ თავად უნდა გააანალიზოს განვლილი პერიოდი, დააჯგუფოს ფაქტები, ამის შედეგად გააკეთოს ანალიზი და საბოლოო ჯამში, მიიღოს გადაწყვეტილება. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რომ საზოგადოება შეთანხმდეს ერთ რამეზე, რის გარშემოც გავერთიანდებით და ვივლით მშვიდობისკენ,“- განაცხადა დავით კაჭარავამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნინოს აქვს გაუსაძლისი ტკივილები, გადაადგილება ფაქტობრივად შეზღუდული აქვს და გამაყუჩებლიდან გამაყუჩებლამდე არის”- ნინო კალანდია
  • ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • წყალი 12 საათით შეწყდა – ნახეთ აღდგენის დრო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge