Sunday, August 24, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ტრაგედია, რომელმაც ყველა შეძრა – რა მოჰყვა უხარისხო მშენებლობას

February 20, 2025
ტრაგედია, რომელმაც ყველა შეძრა – რა მოჰყვა უხარისხო მშენებლობას

25,000-დან 38,000-მდე დაღუპული, 130,000-ზე მეტი დაშავებული და 514,000 უსახლკაროდ დარჩენილი – ასეთია იმ უდიდესი ტრაგედიის შედეგი, რომელმაც 1988 წლის დეკემბერში მთელი მსოფლიო შეძრა. 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილში თითქმის სრულად გაანადგურა ქალაქი სპიტაკი, სტეფანავანი და ლენინაკანი (გიუმრი). საზოგადოებაში არასწორად გავრცელებული მითის ნგრევა, რომ საბჭოთა დროს აშენებული კორპუსები მტკიცე და უსაფრთხოა სწორედ ამ დროს დაიწყო. ხელისუფლება ვერ უძლებდა კრიტიკას, რომელიც მიანიშნებდა საბჭოთა სამშენებლო სტანდარტების სრულ კრახზე.

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს, საბჭოთა პერიოდში აშენებული კორპუსები არ აკმაყოფილებდნენ სეისმომედეგობის სტანდარტებს. უხარისხო სამშენებლო მასალები, არასათანადო პროექტირება და მშენებლობის პროცესში დაშვებული ხარვეზები გახდა მიზეზი იმისა, რომ კორპუსები 30 წამში განადგურდნენ.

საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფი აცხადებდა, რომ მართალია მიწისძვრა იყო ძლიერი კლასის (6.8 მაგნიტუდა), თუმცა მაინც არ უნდა გამოეწვია ისეთი მასობრივი ნგრევა 80 კილომეტრის რადიუსზე, როგორიც გამოიწვია. სპიტაკში შენობათა 87% დაინგრა, სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრიში კი დაახლოებით 60% ძლიერ დაზიანდა (ეპიცენტრიდან 35 კმ.-ის დაშორებით).

პანელის საცხოვრებელ კორპუსებთან ერთად, მიწისძვრისთვის განსაკუთრებით მოუმზადებელი აღმოჩნდა სკოლები და საავადმყოფოები. შედარებით მტკიცე კი გვირაბები და ხიდები გამოდგა. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ერევანსა და თბილისშიც.

გამომდინარე იქიდან, რომ საბჭოთა კავშირის დროს პრაქტიკულად ყველგან ერთიდაიგივე სტანდარტებით შენდებოდა საცხოვრებლები, ისინი დიდი საფრთხის მატარებელია. დღესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს საბჭოთა კავშირის დროს აშენებულ კორპუსებში, რომელთაც რენოვაცია, რეკონსტრუქცია ან ჩანაცვლება სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილში ჯერ კიდევ არსებობს მეტწილად არასწორი რწმენა საბჭოთა კორპუსების სიმტკიცეზე, ახალ კორპუსებზე მოთხოვნა მზარდია. თანამედროვე მონოლითური კორპუსები და მკაცრი რეგულაციები სესმომედეგობის უფრო დიდ გარანტიას იძლევა.

წყარო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ
  • რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, მდინარე სუფსაში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს
  • როდიდან გაიცემა ახალი ფორმის პასპორტი და პირადობა – ცვლილებები ბრძანებაში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge