ჟურნალისტი, ვახო სანაია, შალვა რამიშვილის განცხადებას ეხმაურება და წერს:
ახალი არაფერი უთქვამს. ამის პირით ბიძინა ივანიშვილი ღაღადებს. ეს პოზიცია აქვს ივანიშვილს – საქართველოს მტრის გამარჯვებას გულშემატკივრობს, რადგან თვითონაც საქართველოს მტერია : თუ საქართველოს მტერი საქართველოს მეგობარს დაამარცხებს, შენი გამარჯვება იქნება; საქართველოს მტერი რომ ქართველს მოკლავს, ესეც შენი გამარჯვებაა.
შეგახსენებთ,რომ PosTV-ს დამფუძნებელმა შალვა რამიშვილმა გადაცემა სამნი & Co-ში, თქვა:
რატომ არის უკრაინის დამარცხება ჩვენი დამარცხება? უკრაინის დამარცხება არის ჩვენი გამარჯვება. […] ზელენსკი აგროვებს მასას, მტირალა ტიპებს. […] რუსეთს აქვს ეს თვისება, რომ ომი იციან, დანაკარგებს არ უყურებენ და უკრაინას თვლიან თავისად, და არც თუ ისე უსაფუძვლოდ, პირდაპირ გეტყვით, “კიევ ეტა მატცს გარადოვ რუსკიხ”.