პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
ის უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირების აშშ-ის ლიდერის, დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმიანება.
„ზელენსკი უკვე შევიდა ისტორიაში როგორც გმირი, რომელმაც შესძლო უთანასწორო ომში ქვეყნის ისე მომართვა, რომ დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა ქვეყნისათვის და ევროპის ბევრი სახელმწიფოსთვის. ჩვენც დავუდგამთ ძეგლს გადარჩენისათვის.
ვერაფერს დააკლებს ტრამპის უადგილო და არაკორექტული კრიტიკა. არც ამერიკაა ერთი კაცი და არც ევროპაა ის, რომელიც თუნდაც ორი წლის წინათ იყო. ფულიც იქნება და იარაღიც.
მხოლოდ მშვიდობის სწრაფმა დამყარებამ შეიძლება მიუტევოს ტრამპს ეს გაცხარებული გამოხდომა“, – წერს გოცირიძე.
გუშინ ტრამპმა ზელენსკის ლეგიტიმაციის პრობლემას გაუსვა ხაზი. ასევე მან აღნიშნა, რომ უკრაინას ეს ომი არასდროს უნდა დაეწყო.