პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ მათი პარტიის არცერთი წევრი არცერთ თეთრს და არანაირ ფინანსებს არ იღებს, რაც საპარლამენტო მანდატთან არის დაკავშირებული.
როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ისინი იღებენ მხოლოდ საბიუჯეტო დაფინანსებას, რადგან „ცარიელი ხელებით რეჟიმთან ბრძოლა გაუჭირდებათ“.
“ოცნება“ დღეს პარლამენტში არის მარტო, ჩვენი გუნდი არ ზის და არ აპირებს იქ იჯდეს. ასევე, არცერთი ჩვენი დეპურტატის სტატუსის მქონე წევრი, ერთ თეთრს არ იღებს, ანუ ის ფინანსები, რაც მანდატთან არის დაკავშირებული და ეს მანდატები რაც არალეგიტიურმა პარლამენტმა ცნო, რომელიც კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა, ერთი თეთრიც არ მიდის არცერთი დეპუტატის ჯიბეში.
და რაც შეეხება საბიუჯეტო დაფინანსებას – გულწრფელად ვამბობ, ამაში არა თუ სასირცხვილო არ არის, პირიქით, ეს არის ჩვენი ძლიერი მხარე. ჩვენი პარტია ებრძვის რეჟიმს და ცარიელი ხელებით ვერ ვიბრძოლებთ. ჩვენ არ გვყავს დამფინანსებელი ოლიგაქრი, ჩვენ რომ ხელისუფლებიდან წამოვედით, კორუმპირებული ფული არ წამოგვიღია, ჩვენ პარტიაში არ არის ფულიანი ხალხის ინტერესები და ამით ჩვენ წელში გამართულები ვართ, რადგან ეს დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესს სჭირდება“ – განაცხადა მეზვირშვილმა.
მისივე თქმით, ის პარტიებიც კი იღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ და ბარიერი ვერ გადალახეს.