Sunday, May 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

“ნაცებმა ხალხი მომცეს, ყველანაირად უნდა დავძაბოთ, ნანუკამაც მითხრა…” – ამ – თქვენივე გაკეთებულ ჩეთს გულისხმობდი? – მარიამ გეგუჩაძე ირაკლი კობახიძეს

September 15, 2021
“ნაცებმა ხალხი მომცეს, ყველანაირად უნდა დავძაბოთ, ნანუკამაც მითხრა…” –  ამ – თქვენივე გაკეთებულ ჩეთს გულისხმობდი? – მარიამ გეგუჩაძე ირაკლი კობახიძეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს აქვს ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” შიდა ჩათებში არეულობის სცენარს განიხილავენ.

კობახიძის მტკიცებით, არსებული ინფორმაციით დასტურდება, რომ რადიკალური ოპოზიციისა და სამოქალქო მოძრაობა “სირცხვილიას” მიზანი მშვიდობიანი საარჩევნო პროცესების სისხლიანი დეესკალაციაა.

აღნიშნულ განცხადებას, სამოქალაქო აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგნაირად ეხმაურება:

“ამ – თქვენივე გაკეთებულ ჩეთს გულისხმობდი? ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze” 

No photo description available.

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ბრალდებებზე ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანიც წერს: “ამაზე ბანძი ფეიქი იშვიათად მინახავს”.

ბრალდებებს არასამთავრობო ორგანიზაცია “სირცხვილია” კი ასე პასუხობს: – “დატესტვა წარუმატებელი აღმოჩნდა”

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა სირცხვილიას წარმომადგენელს ქილერის აყვანის „იდეის დატესტვა“ სთხოვეს.

„როგორც ყველა ვხედავთ, წინასაარჩევნო გარემო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის უპრეცედენტოდ მშვიდობიანი და მშვიდი, არ დაფიქსირებულა რაიმე სერიოზული საარჩევნო დარღვევა და არცერთი მსუბუქი ძალადობრივი ინცინდენტიც კი.რა თქმა უნდა, ეს აშფოთებს იმ პოლიტიკურ პარტიასა და მის კუთვნილ ტელევიზიებს, რომლებიც სასიცოცხლოდ არიან დაინტერესებული არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენებითა და წინასაარჩევნო გარემოს გაუარესებით.

სწორედ ამ შეშფოთების გამოძახილი იყო აღნიშნული ტელევიზიების მიერ იმ ტყუილ-მართალი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც წინასაარჩევნო ემოციური ფონის გაუარესებას ემსახურებოდა. თუმცა, როგორც ხედავთ, მათ საკუთარ მიზანს ვერ მიაღწიეს. მეტიც, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ ეს ადამიანები არიან რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფების წარმომადგენლები, რომელთა მიზანი ჩვენი ეროვნული იდენტობის ორი უმთავრესი საყრდენის – სახელმწიფოსა და ეკლესიის შერყევაა.

ამ ფონზე, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საუბრები მძიმე პროვოკაციაზე, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო აქტიურად წარიმართება.„საჭიროა მსხვერპლი“, „გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში“ – ეს არის ფრაზები „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ახალგაზრდული ფრთის, მათ შორის „სირცხვილიას“ წევრების საუბრებიდან და ჩატებიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ყოველდღიურად ჟონავს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან.

გვაქვს ინფორმაცია, რომ შედგა საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის იმის შესახებ, რომ პარტიისა და პარტიული ტელევიზიების შენახვა ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დოლარი უჯდებათ, როცა, ვციტირებთ – „ამის მეათედ თანხად შეიძლება, ქილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება“. ასევე, „სირცხვილიას“ ერთ-ერთ წარმომადგენელს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა სთხოვეს რამდენიმე ჩატში ამ იდეის დატესტვა.ყველამ ვიცით, რა ღირებულებების მატარებელი არიან ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, ყველაზე მძიმე პროვოკაციაზე წასვლაც კი მათგან არავის გაუკვირდება.რადიკალური ოპოზიცია პრაქტიკულად არ ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას, არ აქვს საარჩევნო პროგრამები, არ ხვდება და არ ესაუბრება ხალხს.

აშკარაა, რომ მათი საარჩევნო სტრატეგია, თავიდან ბოლომდე, პოლიტიკური პროცესების ხელოვნურ პოლარიზაციაზე, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე, სიცრუესა და პროვოკაციებზე იქნება აგებული.

მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, არ გაბედონ პროვოკაციების მოწყობა ქვეყანაში მშვიდი წინასაარჩევნო გარემოს დასამძიმებლად. ასევე, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად იზრუნონ წინასაარჩევნო პროვოკაციების პრევენციაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ხალხი გულდაწყვეტილია” – რას წერს რომან გოცირიძე?
  • “ისინი აშშ-დან სწრაფად უნდა გავაძევოთ” – ვისზე საუბრობს დონალდ ტრამპი?
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge