“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“საქართველოს ადვოკატებო:
ჩანაწერებში რამდენიმე ადვოკატის კლიენტთან კონფიდენციალური საუბრების ჩანაწერები რომაა, გინდ სატელეფონო, გინ ციხის კონფიდენციალურ ოთახებში), ამაზე ხმას რომ არ იღებთ (Zviad Kordzadze-ს თუ არ ჩავთვლით და ამ ჩანაწერების მახვერპლ ადვოკატებს):
ან პროფესიული სოლიდარობა არ გსმენიათ? ან პროფესიული ღირსება სად წაიღეთ,
ან თქვენი პროფესიის მკვლელობა რომაა ეს ყველაფერი, ამაზე პროტესტი გადაყლაპეთ?
სირცხვილი,” – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.