Thursday, April 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩვენი გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება სამშობლოს ღალატის მუხლი”- მდინარაძე

February 17, 2025
“ხელები შორს ორგანიზაცია სირცხვილიასგან”– მამუკა მდინარაძე

ქართული ოცნების წარმომადგენლის,  პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს “სამშობლოს ღალატის მუხლი დაემატება”. ამის შესახებ მდინარაძემ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ასევე, მდინარაძის თქმით, მიმდინარე კვირაში “FARA-ს ამერიკული კანონი და მედიის შესახებ კანონი დაინიცირდება”.

“საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება და უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან და რაც არ უნდა ვინმეს გაუკვირდეს ან არ გაუკვირდეს ან სიმბოლური იყოს, ეს მოხდა აგვისტოს ომამდე, 2007 წლის აპრილის თვეში.

მიმდინარე კვირაში დაინიცირდება FARA-ს ამერიკული კანონი, რომლის შესახებაც მივიღებთ გადაწყვეტილებას. ასევე მედიის შესახებ კანონი, რომელიც ფეიქ ნიუსებს შეეხება და იქნება ბრიტანული პრინციპების გათვალისწინებით მიღებული კანონი”, – თქვა მდინარაძემ.

მდინარაძის ცნობით, იმ კანონპროექტების პირველადი ვერსიები დარეგისტრირდება, რომლებიც საჯარო სამსახურსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეხება.

მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ პროექტების საბოლოო მიღებამდე, მინიმუმ თვენახევარი დარჩა და აღნიშნულ ვადებში ეს დეტალები დამუშავდება.

“ასევე, დარეგისტრირდება იმ კანონპროექტების პირველადი ვერსიები, რომლებიც შეეხება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღების შეზღუდვასა და ენჯეოების ამოღებას ყველა კანონიდან, სადაც მათ სავალდებულო მონაწილეობაზეა საუბარი.

დარეგისტრირდება ის ვერსიები, რომლებიც შეეხება სიპების ხელმძღვანელების დანიშვნის გამარტივებას, ანტინარკოტიკული კანონმდებლობის გამკაცრებას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, მიგრაციის შესახებ კანონის გამკაცრებას”, – თქვა მდინარაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • “როდესაც ძირს დაგდებულ ახალგაზრდა მამაკაცს სახეში წიხლით სცემს სამართალდამცველი, როდესაც ჟურნალისტს, ვინც არ უნდა იყოს, ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე” – მდინარაძე
  • ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge