2025 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $242 მილიონი შეადგინა, რაც 8,5%-ით ($23 მილიონით) ნაკლებია 2024 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად შემცირებულია რუსეთიდან (-62%) და გაზრდილია ყირგიზეთიდან (126%). ფულადი გზავნილების მოცულობა გაზრდილია აშშ-დან და ევროპიდან, სადაც ფულის ძირითად წყაროს, ქართველი ემიგრანტები წარმოადგენენ.
ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება
- აშშ – $47 მლნ
- იტალია – $46 მლნ
- რუსეთი – $25 მლნ
- ისრაელი – $21 მლნ
- გერმანია – $19 მლნ
- საბერძნეთი – $19 მლნ
- თურქეთი – $7.6 მლნ
- ყირგიზეთი – $6.2 მლნ
- ესპანეთი – $5.3 მლნ
- ყაზახეთი – $4.7 მლნ
სებ-ის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ $28.3 მილიონი გადაიგზავნა. რაც 2024 წლის იანვრის ($26.1 მილიონი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8.4% მეტია.
“მთავარი არხი”