უახლესი ambebi
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
უახლესი ambebi
No Result
View All Result
Home შოუბიზნესი

„ეს საშინელი ამბავი კონცერტის წინ მითხრეს. მაშინვე მივედი“ – რას იგონებს ლელა წურწუმია ზაზა ურუშაძეზე

December 11, 2019
„ეს საშინელი ამბავი კონცერტის წინ მითხრეს. მაშინვე მივედი“ – რას იგონებს ლელა წურწუმია ზაზა ურუშაძეზე
Share on FacebookShare on Twitter

რეჟისორ ზაზა ურუშაძის გარდაცვალების ამბავი კორპორატიულ წვეულებაზე სიმღერის წინ შეიტყო. მაშინვე წავიდა მეგობრის სახლში. „ეს საშინელი ამბავი კონცერტის წინ მითხრეს. როგორც კი სახლში მიასვენეს, მაშინვე მივედი… ჩვენი პროფესია და ცხოვრება ასეთია, ხანდახან ისე მეშლება ნერვები!.. სულ რომ არ გემღერება, მაგრამ რომ არ უნდა შეიმჩნიო! ძალიან რთულია. ჩემს გულში რა ხდებოდა, კიდე ცალკე თემაა“ – „პრაიმტაიმთან“ ამბობს ლელა წურწუმია.

ლელამ ზაზასთან პირველად ტელესერიალში – „ცხელ ძაღლში“ ითანამშრომლა, სადაც მომღერლის როლი შეასრულა… შემდეგ იყო ზაზას „დარჩი ჩემთან“.

ავიაბილეთები

პირველი მთავარი როლი კი კინოში 1992 წელს ალეკო ნინუამ ათამაშა. ორ სერიან ფილმ „ხაფანგში“ ლელამ 17-დან 60 წლის ასაკამდე ქალის როლი ითამაშა, ტრანსფორმაციით. შემდეგ იყო ეპიზოდური როლი „გარიგების“ რიმეიქში.

„საერთოდ რომ აღარ ვითამაშო ფილმში, ის მაინც დამრჩება, რომ ზაზა ურუშაძის ფილმში ვითამაშე“- ამბობს მომღერალი „პრაიმტაიმთან“.

ფილმი „დარჩი ჩემთან“ ირანული ფილმის – „გძელი ღამის“ რიმეიქია. ფილმში მთავარ როლს ირანელი მომღერალი ქალი ასრულებს.

ლელა წურწუმია: – 2011 წლის გაზაფხული იყო ზაზა ურუშაძეს რომ შევხვდი. საერთოდ რეჟისორი არჩევს მსახიობებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მე პროდიუსერის დამტკიცებული ვიყავი მთავარ როლზე. მახსოვს, ზაზამ რომ შემომხედა, მომღერალი ლელა წურწუმია რომ უნდა ყოფილიყო მთავარ როლში, დიდი კმაყოფილება ვერ შევატყვე. ალბათ, თავისი წარმოდგენებიც ჰქონდა ამ როლთან დაკავშირებით, ცოტა პრობლემებს ხომ არ შევქმნიდი. ცოტათი გაღიზიანებულიც იყო, ალბათ, იმით, რომ მის გარეშე დამტკიცდა მთავარი როლის შემსრულებელი. მაგრამ გადაღების დროს ისეთი კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და ისეთი სუბორდინაცია იყო, ისეთი თანხვედრა, დავმეგობრით. მერე სულ ვეხმიანებოდით ერთმანეთს, დაბადების დღეები იქნებოდა, თუ დღესასწაულები, მიუხედავად იმისა, რომ ხშირი ურთიერთობა არ გვქონდა.

პირველად რომ შემომხედა, რაც მითხრა იყო – ტელევიზორში უფრო დიდი ჩანხარ, მაგრამ წონაში დასაკლები ხარო. მერე ვამბობდი, ასე მეგონა, ზაზამ თავში კუალდა ჩამარტყა-მეთქი. ფილმის გადაღების მსვლელობის დროს 18 კილო დავიკელი. ვიშიმშილე, სწრაფი შედეგი მჭირდებოდა. 14 აპრილს დაიწყო გადაღებები, მე 19 აპრილიდან შევუერთდი გადასაღებ მოედანს. და დავიწყე გახდომა. მერე ზაზა მეუბნებოდა, ზოგ სცენებში დაკლებული ხარ, ზოგან – მომატებული, ეს რა მიქენი, როგორ დავამონტაჟოო (იცინის)?!

12-18 საათიანი გადაღებები გვქონდა. ძირითადად გადაღებები ღამით მიმდინარეობდა. ფაქტობრივად, არ გვიძინია. ძალიან მუშა რეჟიმში ვიყავით. ბოლო სცენაა, სადაც ქეთი მღერის, კოსტიუმი და ვარცხნილობა უნდა გამომეცვალა და ძალიან ვიღლებოდი. კოსტიუმით ვწვებოდი და ცოტა ხნით ვიძინებდი, მერე ისევ ვაგრძელებდით გადაღებას. თოჯინა ხარ, ტოო, როგორც დაწვები ისევე იღვიძებ, სახეზე არაფერი მოგდისო, ხუმრობდა ზაზა…

ამ ადამიანთან მუშაობა ბედნიერება იყო. ნიჭიერი და რეალური ადამიანი იყო, მართალი. რასაც იქვე მეუბნებოდა, ემოციურად იმასვე ვიმეორებდი, მე სცენარის მიხედვით ტექსტი არც მისწავლია. ზაზამ ბევრი რამ თვითონ გადააკეთა სცენარში.

გამოვტყდები, ცოტა შეშინებული ვიყავი ისეთი თანავარსკვლავედის გარემოცვაში თამაშისას, რომელშიც შედიოდა – მიშა გომიაშვილი, ჟანრი ლოლაშვილი, ნატა მურვანიძე, ბერტა ხაფავა, ასმათ ტყაბლაძე, პაატა ინაური, კატო კალატოზიშვილი… რთული იყო მათთან გატოლება, ისე თამაში, რომ არაფერი დამეკლო. გადაღება რომ დავასრულეთ, ჩვენ კიდე ვიმუშავებთო, მითხრა. ეს რეჟისორისგან როგორი ნათქვამია, ხომ ხვდებით. ის უხილავი ძაფები მაკავშირებდა მასთან, რაც მთელი ცხოვრება გამყვება.

ფილმი ექვსი თვე იყო გაქირავებაში. და ვიცი, მაყურებელი მეორედ და მესამედ მიდიოდა ფილმის სანახავად.

ამ ფილმის გადაღების დრო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ულამაზესი პერიოდია.

იცით რა მომწონდა ზაზასი? ბავშვური სისუფთავე ჰქონდა. ასეთი სუფთა გამომეტყველება ჰქონდა, დამოკიდებულება, შეხვედრა. კაი ტო… – გეტყოდა.

მიუხედავად ჩვენი მწირი შეხვედრებისა, მავსებდა და განსაკუთრებულად მიყვარდა ეს ადამიანი. მიხაროდა, რომ ვიცოდი ზაზა ურუშაძის არსებობა. უთბილესი, პოზიტიური ადამიანი იყო. ამიტომაც დამწყვიტა გული.

ზაზა არ ამხოლოდ ჩვენ, მსოფლიო კინემატოგრაფიას დააკლდა, ყველას, ვისაც გვიყვარდა. ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია ზაზა ურუშაძე. ბედის მადლობელი ვარ, რომ მას შემახვედრა…

წყარო: primetime.ge

 390 ნახვა

თეგები: ურუშაძეწურწუმია

სხვა ამბები

საწყენია, როცა გამოდიხარ, მღერი და წერენ, როგორ გასუქებულა, არ რცხვენიაო?!“ – თიკა ჯამბურია
საზოგადოება

საწყენია, როცა გამოდიხარ, მღერი და წერენ, როგორ გასუქებულა, არ რცხვენიაო?!“ – თიკა ჯამბურია

November 13, 2022
VIDEO:  ნახეთ როგორ მღერის ელის მარია ცელქ კურდღელზე – სოფო ნიჟარაძე შვილის უსაყვარლეს ვიდეოს გვიზიარებს
საზოგადოება

VIDEO: ნახეთ როგორ მღერის ელის მარია ცელქ კურდღელზე – სოფო ნიჟარაძე შვილის უსაყვარლეს ვიდეოს გვიზიარებს

November 12, 2022
მორიგი დაპირისპირება – რა გაუვრცელა თამო ვაშალომიძემ ნეკა დოროყაშვილს?
საზოგადოება

მორიგი დაპირისპირება – რა გაუვრცელა თამო ვაშალომიძემ ნეკა დოროყაშვილს?

November 9, 2022
ჩემ ***ეს გავს ჩემი ცხოვრება… – ია ფარულავამ შუა ეთერში გარეპა
საზოგადოება

ჩემ ***ეს გავს ჩემი ცხოვრება… – ია ფარულავამ შუა ეთერში გარეპა

October 24, 2022
გასაიდუმლოებული გაკვეთილები: ლექს-სენი მდიდარი და გავლენანი ადამიანის შვილს რეპის საფუძვლებს ასწავლიდა – მისი მოსწავლე, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი იყო
საზოგადოება

გასაიდუმლოებული გაკვეთილები: ლექს-სენი მდიდარი და გავლენანი ადამიანის შვილს რეპის საფუძვლებს ასწავლიდა – მისი მოსწავლე, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი იყო

October 24, 2022
“ნახევარ ცხოვრებაზე მეტია ერთად ვართ, 1986 წელი იყო, გია სურამელაშვილიც იქ იყო” – როგორ გაიცნეს ერთმანეთი ლელა წურწუმიამ და რუსა მორჩლაძემ
საზოგადოება

“ნახევარ ცხოვრებაზე მეტია ერთად ვართ, 1986 წელი იყო, გია სურამელაშვილიც იქ იყო” – როგორ გაიცნეს ერთმანეთი ლელა წურწუმიამ და რუსა მორჩლაძემ

October 24, 2022
შემდეგი ამბავი
პაატა ბურჭულაძე კლინიკაში მოხვდა – “არ მინდოდა ამის თქმა”

პაატა ბურჭულაძე კლინიკაში მოხვდა - "არ მინდოდა ამის თქმა"

(ვიდეო) წლის გაქცევა სასამართლოდან: როგორ გარბის დის დაჭრაში ბრალდებული ჭერიდან

(ვიდეო) წლის გაქცევა სასამართლოდან: როგორ გარბის დის დაჭრაში ბრალდებული ჭერიდან

პოპულარული

“პირველი ტაიმის შემდეგ დაგვირეკეს და…” – რას ამბობს მონღოლეთის მწვრთნელი
საზოგადოება

“პირველი ტაიმის შემდეგ დაგვირეკეს და…” – რას ამბობს მონღოლეთის მწვრთნელი

49 mins ago
თბილისის ნაწილს გაზის მიწოდება 25 საათით შეუწყდა – შეამოწმეთ თქვენი მისამართი
საზოგადოება

8 000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება – გადაამოწმეთ მისამართი

57 mins ago
„არ შემაგინოთ“ – ბონდო მძინარაშვილი
საზოგადოება

„არ შემაგინოთ“ – ბონდო მძინარაშვილი

2 hours ago
ჩაკვეტაძის პირველი კომენტარი მონღოლეთთან 6:1 მოგების შემდეგ
საზოგადოება

ჩაკვეტაძის პირველი კომენტარი მონღოლეთთან 6:1 მოგების შემდეგ

2 hours ago
🎥ვიდეო: ჩანაწერები, სადაც ჩანს რომ რამიშვილი გოგონას მასთან დაწოლას სთავაზობს – ნახეთ კადრები
საზოგადოება

🎥”თქვენთან სექ*ი არ მინდა -გინდა როგორ არ გინდა..” – რას ეუბნება ჩანაწერში რამიშვილი 22 წლის გოგოს

2 hours ago

გამოგვყევი

უახლესი

“პირველი ტაიმის შემდეგ დაგვირეკეს და…” – რას ამბობს მონღოლეთის მწვრთნელი

“პირველი ტაიმის შემდეგ დაგვირეკეს და…” – რას ამბობს მონღოლეთის მწვრთნელი

March 25, 2023
თბილისის ნაწილს გაზის მიწოდება 25 საათით შეუწყდა – შეამოწმეთ თქვენი მისამართი

8 000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება – გადაამოწმეთ მისამართი

March 25, 2023
„არ შემაგინოთ“ – ბონდო მძინარაშვილი

„არ შემაგინოთ“ – ბონდო მძინარაშვილი

March 25, 2023

თეგები

Art Funny Health News Viral ალექსანდრა პაიჭაძე ამინდი ამინდის პროგნოზი ასტროლოგია ბაია პატარაია ბასილაშვილი ბიძინა ივანიშვილი გიორგი ფხაკაძე დემნა გვასალია დომენიკ მანგო დღის ჰოროსკოპი ელექტრომომარაგება ელისო კილაძე ემბერ ჰერდი ვოლოდიმირ ზელენსკი ია ფარულავა ივანიშვილი ილონ მასკი ირაკლი კობახიძე ირაკლი მაქაცარია კალაძე კახა კალაძე ლალი მოროშკინა ლევან კბილაშვილი ლიზა ჩიჩუა მეგი გოცირიძე მიხეილ სააკაშვილი ნათია ფანჯიკიძე ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამია სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილი სოფო ნიჟარაძე სტეფანე მღებრიშვილი ქეთა თოფურია ქეთი დოლიძე წყალმომარაგება ხათუნა ხოფერია ჯონი დეპი ჰოროსკოპი
  • მთავარი
  • რეკლამა

© 2021 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2021 Mix.Metronome.Ge

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
სტატიის სანახავად მოიწონეთ გვერდი

სტატიის სანახავად მოიწონეთ გვერდი