თებერვლის ბოლომდე, დასავლეთ საქართველოში, ჰაერის საშუალო ტემპერატურა, 7-8 გრადუსი იქნება.
17 თებერვლიდან – 19 თებერვლამდე მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი.
17-ში, დღის ბოლოდან 19-მდე მოსალოდნელია ქარის გაძლიერება.
ცალკეულ დღეებში, დასავლეთ საქართველოში, ტემპერატურა დაკლებებს -3 გრადუსამდე. კოლხეთის დაბლობზე, -5 გრადუსამდე.
დასავლეთში, ნალექები მოსალოდნელია ნორმასთან ახლოს და ნორმაზე ნაკლები.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ჰაერის საშუალო ტემპერატურა, მოსალოდნელია +2, +5 გრადუსი ქართლშიც და კახეთშიც. ცალკეულ დღეებში, მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება -7, -8 გრადუსამდე, მთაში მოსალოდნელია საშუალო ტემპერატურა +2 გრადუსი. ცალკეულ დღეებში, ბარში, + 19 გრადუსამდე დათბება.
ნალექებს რაც შეეხება, აღმოსავლეთ საქართველოში მთლიანად, ნორმაზე ნაკლებია.