Thursday, September 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სახეზე ავიფარე ხელი და ორი წუთი ალბათ მირტყამდნენ…”- სამოქალაქო აქტივისტს დავით ფუთურიძეს თავს დაესხნენ

February 15, 2025
“სახეზე ავიფარე ხელი და ორი წუთი ალბათ მირტყამდნენ…”- სამოქალაქო აქტივისტს დავით ფუთურიძეს თავს დაესხნენ

ნიღბიანები სახლთან ჩაუსაფრდნენ და თავს დაესხნენ დავით ფუთურიძეს, რომელიც საპროტესტო აქციებში აქტიურად იღებს მონაწილეობას- ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.

ახალგაზრდას, რომელსაც ცემის კვალი სხეულისა და სახის არეში ეტყობა, საცხოვრებელ ბინასთან 4 ე.წ. ტიტუშკა დახვდა. აქედან სამი ფიზიკურად გაუსწორდა, ხოლო ერთი ნიღბიანი მერსედესის მარკის ავტომობილში იჯდა. თავდასხმის შემდეგ, მოგზავნილმა პირებმა ტერიტორია სწორედ მოცემული მანქანით დატოვეს.

შემთხვევა დაახლოებით 40 წუთის წინ მოხდა, თუმცა ამ დრომდე ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არ გამოჩენილან და საგამოძიებო მოქმედებები არ დაუწყიათ. არადა ფაქტს თვითმხილველები ჰყავს, რომლებმაც 112-ში დარეკეს. ასევე ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერებიც აყენია, რომლითაც ავტომობილის სანომრე ნიშნების დადგენაა შესაძლებელი.

“გამოვედი, უნდა გავსულიყავი საქმეზე. გამოვედი და ერთი მაღალი, გამხდარი ტიპი იდგა, იქით იდგა ჩემზე ოდნავ დაბალი ტიპი. შლაგბაუმთან იდგა პირბადიანი ადამიანი. ამ დაბალმა მომიქნია ხელი ტელეფონზე რომ ვლაპარაკობდი, ტელეფონი დამაგდებინა. დავიწყე წინააღმდეგობის გაწევა და უკნიდან მომხვდა რაღაც საგანი, შევბარბაცდი და წავიქეცი. სახეზე ავიფარე ხელი და ორი წუთი ალბათ მირტყამდნენ. არცერთი არ მეცნობოდა, მაგრამ რომ ვნახო ეხლა ვიცნობ. ტერიტორია მანქანით დატოვეს, მუქი ნაცრისფერი მერსედესით.

ერთი შეგინება გავიგონე, მეოთხე ადამიანიც თან ახლდათ, მძღოლი იყო. ვუკავშირებ პოლიტიკურ აქტივობას, აქციებზე აქტიურად ვარ. მესიჯი იყო მარტი, გაჩუმდიო, რადგან არ გავჩუმდი და გავაგრძელე აქტიურობა, რაღაცნაირად უნდა გამსწორებოდნენ და მოიფიქრეს ეს. ერთი კვირაა აქ გადმოვედი, ფიზიკურად ვერ ეცოდინებოდა ვერავის. პოლიცია არ გამომიძახებია. არ ვთვლი, რომ რეაგირება ექნება. მაგრამ ყველგან კამერებია ისეთი ქუჩაა” , – ამბობს დავით ფუთურიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნინოს აქვს გაუსაძლისი ტკივილები, გადაადგილება ფაქტობრივად შეზღუდული აქვს და გამაყუჩებლიდან გამაყუჩებლამდე არის”- ნინო კალანდია
  • ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • წყალი 12 საათით შეწყდა – ნახეთ აღდგენის დრო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge