თბილისში წუხელ მომხდარი ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა სკოლის მოსწავლე. შემთხვევა გლდანში მოხდა.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, გოგონას ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა გზაზე გადადიოდა. ჩვენი ინფორმაციით, გოგონა მრავლობითი მოტეხილობებით კლინიკა ჯერარსშია გადაყვანილი და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.”საშინელი მუხრუჭის და კივილის ხმა გავიგონე. თეთრი მანქანა შეასკდა ახალგაზრდა გოგონას და მინიმუმ 15 მეტრით მოისროლა. ახლაც შოკში ვარ. ძალიან მინდა იმის გაგება ვინ არის დაზარალებული და როგორ მდგომარეობაშია ახლა ის” – ჰყვება თვითმხილველი.
“კლინიკაში გადაყვანილი, მრავლობითი მოტეხილობებით”
თემქაზე, ჯერარსში მოიყვანეს, 17წლის გოგონა, რომელიც მართვით სუნთქვაზეა რეანიმაციულ განყოფილებაში”
“ახლა მიჰყავთ კატეზე” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ.
როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით.