საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან იმ სამართალდამცველების დასანქცირებას მოითხოვს, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცემასა და წამებაში არიან მხილებულები.
სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების შავ სიაში შეყვანის მოთხოვნა გუშინ, 14 თებერვალს, პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააჟღერა და განაცხადა, რომ მხოლოდ დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება საკმარისი არ არის.
“დიდი ხსნის განმავლობაში, როგორც პრეზიდენტი თავს ვიკავებდი სანქციებზე საუბრისგან, ვინაიდან როდესაც სანქციები გაქვს ქვეყანაში, ასვე სანქციები გაქვს ქვეყნის წინააღმდეგ. ეს სანქციები მოსახლეობამ მოითხოვა, ხალხი მოითხოვს. სამწუხაროდ, ევროპული სანქციები დიპლომატიურ სანქციებზე ძალიან მცირე რაღაცაა, ვინაიდან ყველას აქვს მეორე პასპორტი.
პოლიციელები, რომლებიც მოდიან და ყალბ ჩვენებებს იძლევიან, ისინი იდენტიფიცირებულები არიან და მათგან რამდენიმე მაინც რომ დასანქცირდეს, ეს ძლიერი სიგნალი იქნება, რომ ვერ შეძლებ დაუსჯელად რასაც გინდა იმის კეთებას. სანქციები ხალხის ძალიან ძლიერი მოთხოვნაა”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.