Monday, May 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ვადასტურებ, ჩემთან დაკავშირებით ბევრი ფაილია, მაგრამ ლევან ვასაძესთან, გიორგი ზვიადაძესთან ჩემი მიმოწერა ავთენტურია – ყველას უსმენენ, ეს აფეთქდება – გრიგოლია

September 14, 2021
ვადასტურებ, ჩემთან დაკავშირებით ბევრი ფაილია, მაგრამ ლევან ვასაძესთან, გიორგი ზვიადაძესთან ჩემი მიმოწერა ავთენტურია – ყველას უსმენენ, ეს აფეთქდება – გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ადასტურებს, რომ გავრცელებულ ფაილებში არსებული მისი მიმოწერა ავთენტურია. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “დღის ამბები” განაცხადა.

“ის, რაც ჩვენ ვნახეთ იმაზე მეტყველებს, რომ ყველას გვითვალთვალებენ, ყველას გვაკონტროლებენ – ეკლესიას, მედიას, როგორც ვიცი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ექიმებს, დირექტორებს, მასწავლებლებს… ესენი რომელ “ნაციონალურ მოძრაობაზე” ლაპარაკობენ? – ძალიან თავისუფლად ვლაპარაკობ,  მე არ ვარ “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი, მოსმენებთან და გადაღებებთან დაკავშირებით, თუ ვინმეს ჰქონდა პრეტენზია, მე მქონდა, მაგრამ ესენი ლაპარაკობენ იმ “ნაციონალურ მოძრაობაზე”? – თვითონ რომ სრულიად გადაასწრეს, წარმოუდგენელ მასშტაბებზე რომ გავიდნენ უკვე… 

ესენი, ეს თავხედები, გვიბრუნდებიან და გვეუბნებიან, რომ ეს ძველმა ხელისუფლებამ ჩაწერა, ეს საიდუმლო ფაილები, ვადასტურებ, ჩემთან დაკავშირებით ბევრი ფაილია, მაგრამ ლევან ვასაძესთან, გიორგი ზვიადაძესთან ჩემი მიმოწერა ყველა ავთენტურია. ეს მიმოწერა მინიმუმ, წელიწადნახევრის წინ განხორციელდა. ეს ხელისუფლება მეუბნება, რომ თურმე წინა ხელისუფლებამ გააკეთა ეს ჩანაწერი – რა წინა ხელისუფლებამ?!

ვერ ვხვდები მეტი უბედურება რა შეიძლება მოხდეს? ყველას უსმენენ, ეს აფეთქდება. აფეთქდება და ძალიან ცუდად მოუბრუნდება ,,ქართულ ოცნებას”, ჩვენ რომ გვაბრალებენ, ეკლესიას ებრძვიანო, ღარიბაშვილის გამოსვლა ვნახე, ეკლესიას თქვენ ებრძვით, ბატონო ღარიბაშვილო, ხართ დარწმუნებული, რომ ამაზე მეტი მტკიცებულებები არ არსებობს? ან მედიაში, ან სხვა ადამიანებს არ აქვთ მეტი ინფორმაცია იმის შესახებ როგორ ებრძვით ეკლესიას? ციანიდის სკანდალი სხვა რა იყო, თუ არა ბრძოლა საპატრიარქოს წინააღმდეგ? ვინ ებრძვის ეკლესიას, ამ ჩანაწერებით დადასტურდა.

თან გავერთე ამ ჩანაწერებით, აჩიკო თალაკვაძისთვის რომ ნაკურთხი წყალი არ ემეტებათ, ასეთ დეტალებზე თან ვერთობი და თან ვბრაზობ, 21-ე საუკუნეა და ჩვენ იმაზე ვლაპარაკობთ, რაზეც 49 წლის წინ დემოკრატიულ სახელმწიფოში პრეზიდენტი გადააყენეს,” -ამბობს ინგა გრიგოლია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მესტიაში მეხი ჩამოვარდა – ვრცელდება კადრები
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  • “ყველაზე ცუდი პროგნოზი ახდა” – კოტე კემულარია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge