„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე 15 თებერვალს დაანონსებულ დემონსტრაციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ახლა დროა, რომ ჩვენი ძალა, ერთიანობა, პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული ვაჩვენოთ რეჟიმს – ყველას მოგიწოდებთ, შემოუერთდეთ ხვალინდელ აქციას.“
„ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ხვალ 18:00 საათზე საპროტესტო მარში გაიმართება ევროპის მოედნიდან. ჩვენ რა თქმა უნდა, ვუერთდებით ამ მარშს. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადავიდეთ ახალ ეტაპზე, როდესაც ფართომასშტაბიანი აქციები და პროტესტი იქნება. შევიკრიბებით ძალიან ბევრი ადამიანი და გამოვხატავთ სურვილს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა იყოს, რომ ქვეყანა ევროპისკენ წავიდეს, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, შემოუერთდეთ ხვალინდელ აქციას. ახლა დროა, რომ ჩვენი ძალა, ერთიანობა, პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული ვაჩვენოთ რეჟიმს და დავანახოთ, რომ დეზინფორმაცია ჩვენზე არ მოქმედებს”,- განაცხადა ვაშაძემ.