Saturday, August 23, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ფარცხალაძე გესაუბრებოდა ივანიშვილის სახელით” – “კაბელების საქმის” ყოფილი მოსამართლე შვილის გატაცების მცდელობასა და მუქარებზე

February 13, 2025
“ფარცხალაძე გესაუბრებოდა ივანიშვილის სახელით” – “კაბელების საქმის” ყოფილი მოსამართლე შვილის გატაცების მცდელობასა და მუქარებზე

ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლე მასზე განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობს. დავით ჯუღელი ამბობს, რომ 10 წლის წინ, როცა საქმეს განიხილავდა, მისგან ხელისუფლება მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვდა.

ივანიშვილის რეჟიმი ფარცხალაძისა და სისტემის სხვა მსახურების პირით, ჯუღელისგან სასურველ გადაწყვეტილებას ითხოვდა.

ჯუღელი და უზენაესი სასამართლოს მაშინდელი თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძესა და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესაც ასახელებს:

“ერთადერთი თხოვნა და მოთხოვნა, ზოგჯერ თხოვნის, ზოგჯერ მუქარის და მოსყიდვის სახით იყო, რომ  ის გადაწყვეტილება მიგვეღო, რაც პროკურატურისთვის სასურველი იყო. იყო შემოთავაზება ფულადი სახითაც, ამავდროულად, ვადა მიმთავრდებოდა და დანიშვნაზე პირდაპირ უზენაეს სასამართლოში, უვადოდ განმწესება და სხვა სახის ბენეფიტი, რისი სურვილიც კი გამაჩნდა…

ფარცხალაძე არც სასამართლოს წარმოადგენდა, არც სასამართლოს, გესაუბრებოდა ბიძინა ივანიშვილის სახელით. თხოვნის შემდეგ, იყო პირდაპირი მუქარაც, რომ მოხდებოდა დაკავება,  შემდგომი მუქარები- წერილები ჩემი მეუღლის მეილზე, მანქანის საქარე მინაშიც გვხდებოდა და ბოლო იყო ბავშვის გაყვანის მცდელობა სკოლიდან” ამბობს ჯუღელი. 

შეგახსენებთ, “კაბელების საქმეზე” სტრასბურგის სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა.

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები 2014 წლის ოქტომბერში, ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს დააკავეს.  თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი 2016 წლის 16 მაისს გამოიტანა და სამინისტროს ხუთ თანამშრომელს შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძესა და გიორგი ლობჟანიძეს პროკურატურა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვას ედავებოდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ 2013 წელს გამოცხადებულ საიდუმლო ტენდერში, რომელშიც უპირატესობა კომპანია „სილქნეტს“ მიენიჭა.

ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები მე-4 პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს შეიწყალა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 12 წლის ბიჭი, რომელსაც მანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა – ტრაგედია საგარეჯოში
  • ამ მონაკვეთზე მოძრაობა 23 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით იზღუდება
  • კარგი სიახლე მათთვის, ვინც ავტობუსით მგზავრობს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge