პროტესტის 78- ე დღეს აქცია გაიმართა თელავშიც.
მერიის შენობის წინ უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს თბილისიდან “სინათლის მოძრაობის” წარმომადგენლები და ახმეტიდან სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდნენ.
უცვლელია მათი მოთხოვნები. ისინი მზია ამაღლობელისა და სისტემის ტყვეების გათავისუფლებას, ახალ არჩევნებსა და ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნებას ითხოვენ. მათი თქმით, რთულია რეგიონებში შექმნილი ვითარება, რაც სოციალურ პრობლემებთან ერთად, “ქართული ოცნების” მხრიდან მოქალაქეებზე ზეწოლასა და დაშინებას გულისხმობს. 15 თებერვალს, ევროპის მოედანზე დაგეგმილ მარშს აქციის მონაწილეები კახეთის რეგიონიდანაც შეუერთდებიან.