Sunday, May 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ ძალიან მძიმე პროვოკაციას, რომელიც გუშინ ვიხილეთ – პრემიერის განცხადება

September 14, 2021
არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ ძალიან მძიმე პროვოკაციას, რომელიც გუშინ ვიხილეთ – პრემიერის განცხადება

საქართელოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კასპში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას გავრცელებულ ჩანაწერებს გამოეხმაურა და ის სახელმწიფოს, ეკლესიის, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის, წინააღმდეგ მორიგ ბინძურ პროვოკაციად შეაფასა.

“არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ ძალიან მძიმე პროვოკაციას, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. ეს არის მორიგი ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, ეკლესიის, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ და ქართველების საფუძველთა საფუძვლის, ჩვენი სარწმუნოებისა და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ. ამას გარდა, ჩვენ ვნახეთ, როგორი შეტევა განახორციელეს თუნდაც ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო უწყების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ, როგორი ბინძური პროვოკაცია დაგეგმეს. მათი პერმანენტული ბრძოლა ჯარის წინააღმდეგ, პოლიციის წინააღმდეგ, სასამართლოს წინააღმდეგ ანუ ყველა ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ. რატომ, იმიტომ, რომ მოახდინონ დემორალიზება და სისტემის დისკრედიტირება. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული.

ჩვენმა ბრძენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, როგორ ანტიეროვნულ და ამასთანავე, ანტიეკლესიურ, ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან გვაქვს საქმე და შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ 9 წლის წინ ამ ადამიანების მჩაგვრელ, მავნებლურ და ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას უარი უთხრა საბოლოოდ და ეს უარი 7 არჩევნებში დადასტურდა.

რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცით, რა მიზანსაც ემსახურება აღნიშნული პროვოკაცია, მაგრამ ჩვენ ძალიან მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ძალიან ძლიერად გავიმარჯვოთ და მტკიცედ გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა და განვითარება.

თუნდაც ის კამპანია, რომელიც მათ წამოიწყეს ჩვენი მერობის კანდიდატების წინააღმდეგ, ძალიან მარტივია ამის ახსნა – იციან რა, რომ ისინი ყველა მუნიციპალიტეტსა და ყველა ქალაქში სასტიკად მარცხდებიან, რა უნდა მოეფიქრებინათ თუ არა რაღაც გამოგონილი ლეგენდები და ამას აკეთებს ის ძალა, რომელიც გამოირჩეოდა ადამიანების ჩაგვრით, წამებით, გაუპატიურებით, ბიზნესის დატერორებით და ათასი უბედურებით, რაც მთავარია, კიდევ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპანტისთვის გადაცემით. ამას ბედავს ის ძალა, ვისმა ლიდერმაც განაცხადა, რომ ეს ძირძველი ტერიტორიები, ეს ასეულობით სოფელი, მისი სიტყვებით, „ქვების გროვაა“ და როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს და ასეთ ძალას დღეს კიდევ ვინმემ მისცეს ხმა. ეს ხომ არის თანამონაწილეობა ამ ღალატსა და დიდ შეთქმულებაში,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ახლახანს ქუთაისში ავარია მოხდა – მოზარდები კლინიკაში გადაიყვანეს
  • რა ქონებას ფლობს რომის ახალი პაპი და მიიღებს თუ არა ის ხელფასს
  • საშიში კრიმინალური დაჯგუფება – რა შეტყობინებებს უგზავნიან დახურულ „ჩატებში“ ბავშვებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge