აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.
ტრამპი თავის სოციალურ ქსელ Truth-ზე წერს, რომ საუბარი “ხანგრძლივი და უაღრესად პროდუქტიული” იყო.
მისი თქმით, შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად “დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს”.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, საუბრისას შეთანხმდნენ, რომ სურთ, შეჩერდეს მილიონობით ადამიანის დაღუპვა რუსეთ-უკრაინის ომში.
“ჩვენ შევთანხმდით, რომ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, მათ შორის, ვესტუმრებით ერთმანეთის ქვეყნებს”, – წერს ტრამპი.
მისი თქმით, პუტინთან საუბრის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეატყობინებს.