Monday, May 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

სამარცხვინოა… ირაკლი კობახიძის და ვოლსკის კლასიკა… ისევ მანდ თუ ხართ, არ ვიცი – შიშს ეგ ვერ იხსნის – გვარამია გახარიას მიმართავს

September 13, 2021
სამარცხვინოა… ირაკლი კობახიძის და ვოლსკის კლასიკა… ისევ მანდ თუ ხართ, არ ვიცი – შიშს ეგ ვერ იხსნის – გვარამია გახარიას მიმართავს

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალური ქსელის მეშვეობით პარტია “საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატ, გიორგი გახარიას მიმართავს:

“ბატონო გახარია,
ჯერ ერთი, გინდა ნაცმოძრაობის, გინდა მელიას და გინდა ვისიც გნებავთ ტერიტორიად მთავარი არხის გამოცხადება, სამარცხვინოა და ირაკლი კობახიძის და ვოლსკის კლასიკა. და ისევ მანდ თუ ხართ, არ ვიცი.
მეორე, ჩემთან პირისპირ ინტერვიუს, რომელიც პრაქტიკულად შეთანხმებული იყო 19 სექტემბერს, დებატებით ვერ ჩაანაცვლებთ. თუ არ მოდიხართ, გასაგები იქნება, რომ ვერ ბედავთ, ისევე როგორც ვერ ბედავს კალაძე. ასე რომ, ამ მხრივ თქვენს შორის არანაირი განსხვავება არ იქნება, ისევე როგორც, ზემო პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში – თქვენსა და კობახიძეს შორის.
დებატებს რაც შეეხება, ძალიაან თუ გინდათ ჩვენს არხზე გამოჩნდეთ ნიკა მელიას ფონზე, ნამდვილად არაა პრობლემა. უბრალოდ, ჩემთან ინტერვიუზე მოსვლის შიშს ეგ ვერ იხსნის. ჩათვლას ვერ მიიღებთ მოკლედ
გმადლობთ ყურადღებისთვის,” – წერს გვარამია “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია კახა კალაძეს დებატებს „ტელე-იმედში“, ნიკა მელიას კი, „მთავარ არხზე“ სთავაზობს.

მისი განცხადებით, დებატები ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნების განუყოფელი ნაწილია და ერთადერთი შესაძლებლობაა, პატივი სცენ ამომრჩევლებს, რათა მიიღონ ინფორმირებული და სწორი გადაწყვეტილება.

მანამდე, მმართელი გუნდის  თბილისის მერობის კახა კალაძემ განმარტა, რომ დებატებისთვის მზად არის. მან საზოგადოებასა და ოპონენტებს ასევე შესთავაზა სასურველი ტელევიზია.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ ნებისმიერ კანდიდატთან, ნებისმიერ ფორმატში იდებატებს.

მისივე თქმით, მერობის ყველა კანდიდატი ვალდებულია, დებატებში მიიღოს მონაწილეობა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მესტიაში მეხი ჩამოვარდა – ვრცელდება კადრები
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  • “ყველაზე ცუდი პროგნოზი ახდა” – კოტე კემულარია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge