ევროპარლამენტი “ქართული ოცნების” სპონსორი ბიზნესმენბის დასანქცირებას ითხოვს. კონკრეტული გვარები რეზოლუციის პროექტში გამოჩნდა. რომელიც განხილვაზე ხვალ უნდა გავიდეს. ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ევროპარლამენტის შავ სიაში “იმედის” მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებირივ მაუწყებლის დირექტორი თინა ბერძენიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარი ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე იგივე “რიჟა”, “არქის” მფლობელი ილია წუალაია და ვანო ჩხარტიშვილი ხვდებიან. ევროპარლამენტმა იმაზე დიდი სია დადო, ვიდრე ეს ამერიკის სენატმა გააკეთა – ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბიზნესმენების გარდა, შავ სიაში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებიც არიან შეყვანილები. საუბარია ეკატერინე ხვედელიძეზე, უტა, ბერა, ცოტნე და გვანცა ივანიშვილებზე.
ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ სანქციები უფრო მასშტაბური უნდა იყოს იმისთვის, რომ რეჟიმი ჩამოიშალოს.
“მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, განსაკუთრებით ევროკავშირის 25-ს ორმხრივ და კოორდინირებულ საფუძველზე, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკანდახევაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანების უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტების და აქტივისტების დევნაზე, როგორებიც არიან ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ვახტანგ გომელაური, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი და სანქციები გავრცელდეს მოსამართლეებზე.
მოუწოდებს საბჭოს და წევრ ქვეყნებს სანქციების დაწესებისკენ ბიძინა ივანიშვილის ქსელს, ელიტარულ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსურ ოპერატორებს, პროპაგანდისტებს და მათ, ვინც ხელს უწყობს სახელმწიფო რეპრესიულ აპარატს, მათ შორის ეკატერინე ხვედელიძეს, უტა ივანიშვილს, ცოტნე ივანიშვილის, ცოტნე ივანიშვილს, გ. ივანიშვილს, შმაგი კობახიძე, უჩა მამაცაშვილს, ნათია თურნავას, ივანე ჩხარიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს, თორნიკე რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, ნასილ მაღლახლაძეს, გრიგოლ ახლაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილს და გოჩა ენუქიძეს, – წერია რეზოლუციის ტექსტში.