ქართული ოცნების არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის ე.წ. დეპუტატი ნინო წილოსანი გურამ როგავას “არასწორ ადამიანს”, მასზე სპეცრაზმელის თავდასხმას კი “პატარა ინციდენტს” უწოდებს.
“სამწუხარო ინციდენტი იყო, თუმცა სამწუხარო იმიტომ იყო კიდევ უფრო მეტად, რომ თავიდან ბოლომდე არასწორი ადამიანი ხარ და ამ პატარა ინციდენტმა, ვიღაცის შეცდომამ მოგცა უფლება, რომ აქ [პარლამენტში] იდგე და რაღაც უაზრო კითხვები დაგვისვა”, – ამბობს წილოსანი.
29 ნოემბერს აქციის დაშლის დროს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ფორმულას ჟურნალისტ გურამ როგავას სპეცრაზმელი თავს დაესხა და გამიზნულად თავში ჩაარტყა. შემთხვევის შედეგად მან კისრის მალა მოიტეხა, დამტვრეული ჰქონდა სახის ძვლები.