Thursday, June 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ცხადია, ამის რისკი მუდმივად არსებობს…” – რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

February 11, 2025
“ცხადია, ამის რისკი მუდმივად არსებობს…” – რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსეში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“კოვიდ-პანდემიის შემდეგ ადამიანები მეტად დაინტერესდნენ იმ ინფექციებით, რომლებსაც აქვთ პოტენციალი გამოიწვიონ ახალი პანდემია. ამის რისკი, ცხადია, მუდმივად არსებობს და შესაბამისად, მაღალი რისკის მქონე ინფექციური აგენტების მონიტორინგი ჯანმოს, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) თუ სხვა უწყებების მიერ მუდმივად მიმდინარეობს.ბოლო პერიოდში ბევრი კითხვაა ფრინველის გრიპზე (H5N1), რომლის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება და შფოთვა დაკავშირებულია ამ ვირუსით გამოწვეულ მაღალ ლეტალობასთან (შემთხვევების 50%-მდე).

შეგახსენებთ, ეს ის ვირუსია, რომელმაც 2006 წელს მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრის განცხადების შემდეგ დიდი პანიკა გამოიწვია ჩვენს მოსახლეობაში და ქათმის და კვერცხის მოხმარება მინიმუმამდე შეამცირა. მაშინ ამ ვირუსმა, საბედნიეროდ, პანდემია არ გამოიწვია, მაგრამ არ გამქრალა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში პერიოდულად ფიქსირდება ერთეული შემთხვევები ფრინველებში და ძალიან იშვიათად ადამიანებშიც. ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ავრცელებს ინფორმაციას ფრინველებში და ძროხებში შემთხვევების შესახებ. ფიქსირდება ადამიანების ინფიცირების შემთხვევებიც. აშშ-ში ერთი ადამიანი გარდაიცვალა ფრინველის გრიპით ლუიზიანას შტატში, რამაც გარკვეული მღელვარება გამოიწვია. ახლახანს ადამიანის ინფიცირების შემთვევები დაფიქსირდა ნევადაშიც, ფერმის თანამშრომლებში. ამ თვეში ფრინველის გრიპის შემთხვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ავსტრალიაც. ამ ეტაპზე ფრინველის გრიპი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხედ არ კვალიფიცირდება, თუმცა აშშ USDA-მ გამოაცხადა H5N1-ის გაძლიერებული მონიტორინგი ფერმებში და ველურ ფრინველებზე, შემთხვევების დროული აღმოჩენის და რეაგირების მიზნით,” – წერს მაია ბუწაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჯერ მანქანას დაეჯახა, შემდეგ კი ქვეითს…“ – რას ჰყვებიან თვითმხილველები თბილისში მომხდარ ავარიაზე
  • ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
  • ეპისკოპოსის შესაძლო ლიკვიდაციის საქმე-საპატრიარქო ვრცელი წერილის გამოქვეყნებას აპირებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge