Thursday, June 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“აბუ დაბის ისტორიას უკავშირდება”- ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც დღეს 3 ნიღბიანი თავს დაესხა, მომხდარის დეტალებს იხსენებს

February 11, 2025
“აბუ დაბის ისტორიას უკავშირდება”- ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც დღეს 3 ნიღბიანი თავს დაესხა, მომხდარის დეტალებს იხსენებს

მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც დღეს, 11 თებერვალს, საკუთარ სახლთან 3 უცნობი ნიღბიანი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა, მომხდარის დეტალებს იხსენებს.

ფორმულას ეთერში მან თქვა, რომ თავდასხმის შედეგად მსუბუქი ტვინის შერყევა დაუდგინდა. ის ამბობს, რომ მასზე განხორციელებული თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი იყო.

“ჩვეულებრივ, ეზოში ძაღლთან ერთად ვსეირნობდი, ცოტა ხანს გავჩერდი და ამ დროს, ჩასაფრება მოხდა, ეს დაგეგმილი იყო და ზურგიდან მოხდა პირველი თავდასხმა. ვერ მოვედი აზრზე, რა ხდებოდა და მერე ეს რომ გაგრძელდა, გააგრძელეს დიდი ხანი [თავდასხმა], მერე ფეხზე ავდექი, მაღაზიიდან დამეხმარნენ, კარი გააღეს და იქ შევედი და იქაც შემოვარდნენ, იქაც გაგრძელდა ეს ჩხუბი. იდენტიფიცირება ვერ გავაკეთე, იმიტომ რომ ჯერ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა და ისე, რომ რაღაც კონკრეტული შემენიშნა. […] აფექტის მდგომარეობაში ვიყავი, ვერ აღვიქვამდი რა ხდებოდა, არსაიდან, უკნიდან უცებ წიხლების [რტყმა] დაიწყო. 5-წუთამდე გრძელდებოდა [თავდასხმის ფაქტი], ზუსტად ვერ გეტყვით. […]

[თავდამსხმელები] ისე თავდაჯერებულად იქცეოდნენ, რა ტერიტორიაზე ვასეირნებდი კარგად იცოდნენ, ისინი, თვალთვალს, რა თქმა უნდა, ახორციელებდნენ, ძალიან თავდაჯერებულები იყვნენ ამ თავდასხმაში. გავიდნენ მაღაზიიდან, მანქანაში ჩასხდნენ და არც გავყოლივარ. ყურადღება არ მიმიქცევია იქიდან გამომდინარე, რომ დანაშაულს არ ჩავდივარ ცხოვრებაში, რაიმე საეჭვოს არ ვაკეთებ, ამიტომ თვალთვალი თუ უნდათ და მითვალთვალონ, რესურსი გამოყონ ამაზე, თავისუფლად შეუძლიათ მითვალთვალონ”, – ამბობს ის.

წამყვანმა ლაშა გაბიტაშვილს ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუას დღევანდელი განცხადების შეფასებაც სთხოვა, რომელმაც დღეს თქვა, რომ “თუ ვინმეს მასზე აქვს ეჭვი, ეს არ სჩვევია”.

ლაშა გაბიტაშვილის შეფასებით, მასზე განხორციელებული თავდასხმა მოქალაქეების დაშინების მცდელობაა.

“მე იცით როგორ ვუყურებ ამ სიტუაციას, ამ თავდასხმას ჩემზე – ეს კონკრეტულად აბუ დაბის ისტორიას უკავშირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს უფრო შეიძლება იმის გაგრძელება იყოს, რომ მე როგორ გავბედე ქვეყანაში დაბრუნება. მაგალითად, იყო შემოთავაზება, რომ აეროპორტში დამხვედროდა ხალხი და ამაზე გმირის როლი უნდა მომერგო და მე ესენი არაფერი გავაკეთე. ხალხი ამბობდა, წინადადება იყო ასეთი, მაგრამ არა, ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, რომელიც ჩვეულებრივ შემოვიდა ქვეყანაში, გავაგრძელე აქციაზე მისვლა.

გუშინაც ვიყავი აქციაზე, ეს დაშინების მცდელობაა. სხვადასხვა ხერხით ხდება დაშინება – გუშინ ხალხის რაოდენობა პოლიციელები გაიყვანა იმ ტერიტორიიდან, ამისთვის მეორე რეაქციაა ქართული ოცნების მხრიდან, რომ იყენებს დაშინებას, შეშინებას ხალხში, ამ გრძნობის გაჩენას, რომ მას არ გაუჩნდეს გამოსვლის და პოზიციის დაფიქსირების [სურვილი]. თავისი პოზიცია რომ არ დააფიქსიროს ხალხმა, შეიძლება, ამას უკავშირდებოდეს ჩემზე თავდასხმა”, – ამბობს ის.

***

13 იანვარს, აბუ-დაბიში მყოფი ქართული ოცნების პარლამენტის დეპუტატები, ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძეც ჩაერთო.

მანამდე, 12 იანვარს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც აბუ-დაბიში მყოფ ოცნების პარლამენტის დეპუტატებს “გამყიდველები და მოღალატეები” უწოდა.

აბუ-დაბის სამართალდამცავებმა დაპირისპირებული მხარეები დაკითხა. როგორც გაირკვა, ზარქუა და სანიკიძეს ფულადი ჯარიმები დაეკისრათ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
  • ეპისკოპოსის შესაძლო ლიკვიდაციის საქმე-საპატრიარქო ვრცელი წერილის გამოქვეყნებას აპირებს
  • ტრამპი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge