Thursday, June 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია – რა ახალი დეტალები ირკვევა კასარია აბრამიძის საქმეში

February 11, 2025
ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია – რა ახალი დეტალები ირკვევა კასარია აბრამიძის საქმეში

კესარია აბრამიძის საქმეშიექსპერტიზის დასკვნა ცნობილია – სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 37 წლის ტრანსგენდერ ქალს, კესარია აბრამიძეს ბექა ჯაიანმა დანით 28 ჭრილობა მიაყენა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ პროკურატურის ყველა მტკიცებულება უდავოდ გახადა, გარდა დღეს წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა.

“დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ბექა ჯაიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დამატებითი მტკიცებულების სახით წარადგინა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც კესარია აბრამიძის გარდაცვალების მიზეზის თაობაზეა მითითებული. ბექა ჯაიანმა კესარია აბრამიძეს 28 ჭრილობა, დანის გამოყენებით მიაყენა. სწორედ მიყენებული ჭრილობები არის გარდაცვალების უშუალო მიზეზი. ყველა ჭრილობა სიცოცხლის დროინდელია, სწორედ სისხლნაკლებობამ და მიყენებული ჭრილობების რაოდენობამ გამოიწვია კესარია აბრამიძის გარდაცვალება. წარმოდგენილი მტკიცებულება დაცვის მხარემ სადავოდ მიიჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტი დაიკითხება. სხვა მტკიცებულებები, რაც გამოძიების ეტაპზე იქნა მოპოვებული და სასამართლოში წარმოდგენილი, დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია. წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ბექა ჯაიანის მიერაა ჩადენილი მისთვის ბრალად შერაცხული ორივე ქმედება, რის გამოც, დარწმუნებული ვართ, სასამართლო დასაბუთებულ და კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს სამართლიანი სასჯელით.

ბრალდებას ნაწილობრივ აღიარებს ბრალდებული, უდაოდ მიიჩნევს იმ მტკიცებულებებს, რაც ჩვენს მიერ იქნა წარდგენილი. გარდა იმისა, რომ მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები არსებობს, ნეიტრალური მტკიცებულებებია, მათ შორის ვიდეოჩანაწერების, აუდიოჩანაწერების, წერილობითი მტკიცებულებების სახით, რომლითაც დასტურდება, რომ ბექა ჯაიანის მიერ ჩადენილია განსაკუთრებული სისასტიკით გენდერის ნიშნით, გენდერისა და იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობა, ასევე სისტემატური ცემა ამავე ნიშნების გათვალისწინებით.

მოწმეთა ჩვენებებში პირდაპირ არის მითითებული იმ გარემოების შესახებ, რომ კესარია აბრამიძე მათ სამეგობროს, ოჯახის წევრებს ესაუბრებოდა, ბექა ჯაიანის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკური ძალადობრივი ქმედებების შესახებ. უფრო მეტიც, არსებობს აუდიოჩანაწერი, სადაც ბექა ჯაიანი მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს ესაუბრება იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ის გააბრაზებდა, გაანაწყენებდა, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, ეს ჩანაწერი საქმეში დადასტურებულია ფონეიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, რომ ნამდვილად ბექა ჯაიანის ხმაა. ასევე არსებობს მეზობლების გამოკითხვის ოქმები, რომლებიც შესწრებიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, თუ როგორ ხორციელდებოდა ჯაიანის მხრიდან კესარია აბრამიძის მიმართ ძალადობრივი ქმედებები. რაც შეეხება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას, ამას დაცვის მხარე არ აღიარებს, თუმცა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში, 28 ჭრილობა, რომელიც სიცოცხლის დროინდელია, დამდგარ სიკვდილთან პირდაპირ კავშირშია“ – განაცხადა ნიშნიანიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა დეტალები ხდება ცნობილი ქალზე, რომელიც გორში მეუღლემ დაჭრა
  • „სროლა რომ დაიწყო, სოზარ სუბარი შეშლილი სახით შემოვარდა და გახარიას უთხრა…“ – რას ჰყვება გიორგი ჭოლაძე?
  • „რას აკეთებდა გერმანიის ყოფილი ელჩი 20 ივნისს პარლამენტში?!” – რას აცხადებს თეა წულუკიანი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge