ბრიტანული „დეილი მეილის“ ქართველი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის შვილის, ია პატარკაციშვილის ხმაურიანი სასამართლო დავის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
„ია პატარკაციშვილმა მეუღლესთან, სტომატოლოგ დოქტორ ევგენ ჰუნიაკთან ერთად, 2019 წლის მაისში ნოთინგ ჰილში, დასავლეთ ლონდონში მდებარე სახლი 32.5 მილიონი ფუნტად იყიდა.
მაგრამ მალევე აღმოაჩინეს, რომ სახლში უამრავი ჩრჩილი ცხოვრობდა. მალე წყვილმა აღმოაჩინა, რომ მწერებმა გაანადგურეს ტანსაცმელი, ღვინო და სხვა საოჯახო ნივთები.
წყვილმა მრავალმილიონიანი სასამართლო დავა მოუგო მაღალი კლასის უძრავი ქონების დეველოპერს, უილიამ ვუდვორდ-ფიშერს.
უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ვუდვორდ-ფიშერმა წყვილს სახლის შეძენისას არ გაუმხილა ინფორმაცია, რომ უძრავ ქონებას, ჩრჩილებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ბინასაც სწორედ ამ მიზეზით ყიდდა.
ია პატარკაციშვილმა ბინა 2019 წელს შეიძინა და 32.5 მილიონი ფუნტი გადაიხადა. მაღალი კლასის საცხოვრებელში იყო საცურაო აუზი, სპა, სპორტდარბაზი, ღვინის ოთახი, ბიბლიოთეკა და კინოთეატრი… კითხვა განაგრძეთ ბმულზე.