Thursday, June 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მთავარი არხის” ოპერატორმა საკუთარი სასამართლო პროცესის შესახებ სხვა პატიმრების პროცესების გაშუქებისას გაიგო

February 10, 2025
“მთავარი არხის” ოპერატორმა საკუთარი სასამართლო პროცესის შესახებ სხვა პატიმრების პროცესების გაშუქებისას გაიგო

“მთავარი არხის” ოპერატორმა სერგი ბარამიძემ იმის შესახებ, რომ სასამართლოში მისი პროცესი უნდა გამართულიყო, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სხვა პატიმრების პროცესების გაშუქებისას გაიგო.

სერგი ბარამიძის სასამართლო პროცესი ჯერ არ დაწყებულა, ადგილზე ჯერჯერობით არ გამოჩენილან პოლიციის ის წარმომადგენლებიც, ვისაც გამოძიების ვერსიით სერგი ბარამიძე “არ დაემორჩილა” და რომელთა ჩვენების საფუძველზეც “მთავარი არხის” ოპერატორს წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

“დაკავებულებს ვიღებდი და ამ დროს ერთი სპეცრაზმელი წამოვიდა პირდაპირ ჩემკენ მუშტით, ამის შემდეგ აირია ყველაფერი, ვინ მირტყამდა, ვინ მაკავებდა ვეღარ გავიგე, ზოგი მახრჩობდა და ვეღარ გავიგე,” – აცხადებს სერგი ბარამიძე 2024 წლის 19 ნოემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით.

სერგი ბარამიძის ადვოკატის გიორგი ტაბატაძის თქმით, “მთავარი არხის” ოპერატორის წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება დაწყებულია, თუმცა არცერთი მოძალადე პოლიციელი გამოვლენილი არაა, ამ ფონზე კი თავად მსხვერპლს ასამართლებენ.

“სერგი ბარამიძეს ედავებიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას, ყველამ ვნახეთ ვიდეო, რომ როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, მაშინ დააკავეს, მასზე იძალადეს, ამაზე არის გამოძიება დაწყებული სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, თუმცა არცერთი მოძალადე  პოლიციელი დაკავებული არაა და  ამ პირობებში მსხვერპლს ასამართლებენ ახლა. ეს მუხლი ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.” –  განაცხადა გიორგი ტაბატაძემ.

შეგახსენებთ, სერგი ბარამიძის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე ეხება 2024 წლის 19 ნოემბრის ეპიზოდს, რა დროსაც “მთავარი არხის” ოპერატორ სერგი ბარამიძეს პროტესტის გაშუქების დროს საპოლიციო ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. მიყენებული დაზიანებების გამო სერგი ბარამიძეს სამედიცინო ჩარევა დასჭირდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პოლონეთში, საქართველოს მოქალაქე დააკავეს – 27 წლის ქართველს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება
  • ვაკეში მოკლული ბიზნესმენის ძმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა – რა დეტალებია ხდება ცნობილი მერაბ ჯანგველაძეზე
  • ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში – არიან დაშავებულები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge