ამერიკულმა New York Post -მა გაავრცელა ექსკლუზიური მასალა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ წერს.
„ტრამპი აცხადებს, რომ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და აღნიშნა, რომ პუტინს სურს, რომ ამ ბრძოლაში ხალხი აღარ იხოცებოდეს“, – წერია სტატიაში.
კითხვაზე – რამდენჯერ ესაუბრეთ პუტინს?
ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა: “მირჩევნია, გავჩუმდე“.
როგორც New York Post-ი წერს, ჟურნალისტთან საუბრის შემდეგ, ტრამპი მიუბრუნდა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს მაიკ უოლცს, რომელიც მის გვერდით იჯდა და უთხრა:
„მოდით, დავიწყოთ ეს შეხვედრები. მათ სურთ შეხვედრა. ხალხი ყოველდღე კვდება. ახალგაზრდა, სიმპათიური ჯარისკაცები იღუპებიან. ისეთივე ახალგაზრდები, როგორიც ჩემი ვაჟია. ეს ორივე მხარეს ხდება“, – წერია სტატიაში.
ამასთანავე, მოუხედავად ტრამპის განცხადებისა იმის შესახებ, რომ „პუტინს სურს ხალხი აღარ იხოცებოდეს“ – დღეს, დილის საათებში რუსეთმა უკრაინის ქალაქები ისევ დაბომბა.
დონეცკის ოლქში სულ მცირე ექვსი ადამიანი დაშავდა. რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმს შაჰედის დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც მაღალსართულიანი შენობები და ავტომობილები დაზიანდა, დაშავდა ერთი ადამიანი. კითხვა განაგრძეთ ბმულზე.