Saturday, November 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მსოფლიოს ისტორიაში და მეცოდება ყველა, ვისაც ჰგონია, რომ ამ გაუბედურებულ ქვეყანაში რაიმე თანამდებობის დაკავებაში კონკურენტი ვარ”- მიხეილ სააკაშვილი

February 10, 2025
“საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მსოფლიოს ისტორიაში და მეცოდება ყველა, ვისაც ჰგონია, რომ ამ გაუბედურებულ ქვეყანაში რაიმე თანამდებობის დაკავებაში კონკურენტი ვარ”- მიხეილ სააკაშვილი

“მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც მეჯიბრება, მეცინება, რომ მართლა ჰგონიათ, ამ გაუბედურებულ, პატარა ქვეყანაში მე ვარ თქვენი კონკურენტი რაიმე თანამდებობის დაკავებაში. მე საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მსოფლიოს ისტორიაში.”– ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

„მინდა, ვუთხრა მათ, ვინც დღევანდელ მდგომარეობაში კიდევ აგრძელებს პარტიულ თამაშს. მეგობრებო, ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ეს თამაში უკვე დასრულებულია. საქართველოს მატარებელი, რომელიც ჩქარი ტემპით მიდიოდა იმ საამაყო 9 წელიწადში, ჯერ დამუხრუჭდა და ახლა საბოლოოდ შევიდა დეპოში. საქართველოში დამყარდა კლეპტოკრატიული დიქტატურა, რაც ნიშნავს, რომ ყოველგვარ პარტიულ თამაშს არავითარი აზრი არ აქვს. ახლა მხოლოდ ერთიანი წინააღმდეგობის ფრონტი, ყოველგვარი პარტიული განსხვავებების გარეშე, გაგვიყვანს სამშვიდობოზე.

მინდა, ასევე ვუთხრა ყველას, ვინც მე მეჯიბრება, მეცინება, რომ მართლა ჰგონიათ, ამ გაუბედურებულ, პატარა ქვეყანაში მე ვარ თქვენი კონკურენტი რაიმე თანამდებობის დაკავებაში. მე საკმარისი ასოებით ვარ ჩაწერილი უკვე მსოფლიოს ისტორიაში. მეცოდება ყველა, ვისაც ჰგონია, რომ მე ვარ მათი კონკურენტი ქართულ პოლიტიკურ ჭაობში, მეცოდება ყველა, ვინც აგრძელებს პოლიტიკური პარტიულობის თამაშს.

ოთხი წლის წინ ჩამოვედი, თავი გავწირე იმისთვის, რომ ვიცოდი, საქართველო ამ მდგომარეობაში იყო. მე ვისჯები სწორედ იმისთვის, რომ გავბედე და საქართველომ გაბედა, საქართველო ისჯება იმის გამო, რომ იყო წარმატებული, მსოფლიოს დადებითი ყურადღების ცენტრში, იმის გამო, რომ არ ჩადგა შეუმდგარი, კლეპტოკრატიული პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მწყობრში“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 8200 აბონენტს გაზი შეუწყდება – გადაამოწმეთ მისამართები
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
  • ავარია თბილისში სანაპიროზე – რა ვითარებაა ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge