სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA) ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის განწყობების კვლევას აქვეყნებს.
გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა ქვეყანაში ყველაზე მწვავე პრობლემად მაღალ ფასებს, უმუშევრობასა და ემიგრაციას ასახელებს.
კითხვაზე – როგორ ფიქრობთ, რომელია სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლებიც, დღესდღეობით, ქვეყნის წინაშე დგას? – პასუხები ასე გადანაწილდა:
• 46,5% – მაღალი ფასები
• 42,1% – უმუშევრობა
• 21,0% – ქართველების ემიგრაცია ქვეყნიდან
• 18,0% – ნარკოტიკების გავრცელება/გამოყენება
• 16,4% – სიღარიბე
• 15,5% – უსამართლოდ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები
• 15,4% – კრიმინალი და დაუცველობა
• 13,0% – დაბალი ხელფასები
• 12,9% – დაბალი პენსიები
• 12,0% – ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა
• 11,6% – ზოგადი განათლების ხარისხი
• 8,3% – დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შელახვა
• 7,3% – უმაღლესი განათლების ხარისხი
• 6,8% – სასამართლოს დამოუკიდებლობა
• 6,5% – ლგბტ ცხოვრების წესის გავლენა
• 6,3% – რუსეთთან ომში საქართველოს ჩართვის საფრთხე
• 4,0% – დასავლეთთან ცუდი ურთიერთობა
• 3,8% – ქართული ოცნების მიმართ მოსახლეობის დიდი ნაწილის უნდობლობა
• 3,7% – რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები
• 2,7% – სხვა
• 2,3% – სუსტი პოლიტიკური ოპოზიცია
• 0,4% – უარი პასუხზე
• 0,3% – ეთნიკური უმცირესობების გარიყვა/მათ მიმართ უყურადღებობა
• 0,1% – მიჭირს პასუხის გაცემა
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ იანვარში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა განხორციელდა ქვეყნის მაშტაბით; გამოიკითხა 2000 რესპონდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს ±2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით.
