Thursday, June 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გავრცელდა ვაშლიჯვარში მომხდარი მკვლელობის აღიარების ჩანაწერი – დამნაშავემ მეგობრის ცხედარს ლეიბი დააფარა და დაწვა

February 9, 2025
გავრცელდა ვაშლიჯვარში მომხდარი მკვლელობის აღიარების ჩანაწერი – დამნაშავემ მეგობრის ცხედარს ლეიბი დააფარა და დაწვა

23 წლის ლაშა თვალაბეიშვილი ახლო მეგობრის, ლევან ჯანგულაშვილის მკვლელობას აღიარებს. ჰყვება, როგორ დაჭრა 28 წლის მამაკაცი, რომელიც მაღალი სართულიდან გადმოგდების შემდეგ, უმოქმედო ლიფტის შახტში დამწვარი იპოვეს.

გამოძიების ინფორმაციით, არმატურით და სავარაუდოდ, ლურსმნიანი ფიცრით ცემის შემდეგ, სისხლისგან თითქმის დაცლილი ახალგაზრდა, ლაშა თვალაბეიშვილმა მშენებარე კორპუსის მე-7 სართულიდან გადააგდო.

ვიდეო-აღიარება, რომელიც “კურიერი P.S.-მა” მოიპოვა, მხოლოდ ფრაგმენტია. დაკავებულმა ფარული საგამოძიებო მოქმედების დროს შემზარავი დანაშაული დეტალურად აღწერა. მოვიპოვეთ ჩვენების წერილობითი ვერსიაც.

12 იანვარი, თბილისი, ვაშლიჯვარი, გაბაშვილის ქუჩა. გამოძიების ინფორმაციით, დაუსრულებელ ნაგებობაში ლაშა თვალაბეიშვილი და ლევან ჯანგულაშვილი ერთად ავიდნენ. რა შინაარსის იყო კორპუსის მე-7 სართულზე მეგობრების ბოლო საუბარი, უცნობია, თუმცა გაირკვა, რომ მათ შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. მშენებარე კორპუსის ამ სართულზე “კურიერი P.S.-ს” ბევრი სამშენებლო ნაგავი დახვდა. სავარაუდოდ, აქედან აიღო სავარაუდო დამნაშავემ მკვლელობის იარაღი. ლევან ჯანგულაშვილის სისხლის გუბე იქ ახლაც ჩანს. ახალგაზრდა მძიმედ დაჭრილი იყო, როდესაც მაღალი სართულიდან გადააგდეს, შემდეგ კი დაწვეს.

მიტოვებულ კორპუსში უმოქმედო ლიფტის შახტში უმძიმესი დანაშაულის კვალი დაგვხვდა. მათ შორის ლეიბი, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, დამნაშავემ მეგობრის ცხედარს დააფარა და დაწვა. “კურიერი P.S.-მა” გაარკვია, რომ მანამ, სანამ ოჯახი გაუჩინარებულ 28 წლის ახალგაზრდას ეძებდა, დამნაშავე შემთხვევის ადგილზე 3-ჯერ მივიდა და კვალის გაქრობას ცხედარზე ნაგვის დაყრით ცდილობდა.

10-დღიანი გამოძიების შემდეგ საქმე გაიხსნა – ლაშა თვალაბეიშვილი დააკავეს. “კურიერი P.S.-ის” მიერ მოპოვებულ ვიდეო-ჩვენებაში, აღიარებაც, მისი ფარული გამოკითხვის დროს ჩაიწერეს.

ბრალდებულს მკვლელობის მუხლი აქვს წარდგენილი, რაც 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს, დანიშნულია ექსპერტიზები, პასუხების შემდეგ კი, არ არის გამორიცხული, მუხლი კიდევ უფრო დამძიმდეს და დამნაშავეს უვადო პატიმრობა დაემუქროს. დაკავებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატი ბრალდებულის ფსიქიკურ პრობლემებზე მიანიშნებს.

დაზარალებულ ოჯახს კამერებთან საუბარი ამ ეტაპზე არ სურს. რამდენიმე კვირის წინ კი, “კურიერს” ინტერვიუ მოკლულის დეიდაშვილმა მისცა. ახალგაზრდა სიღნაღში დაკრძალეს.

საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, რამდენიმე კვირაში საქმეზე სხდომა ჩატარდება, სადაც ბრალდებულს პოზიციის დაფიქსირების უფლება კიდევ ერთხელ მიეცემა. პროკურორს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

წყარო:primetime.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პოლონეთში, საქართველოს მოქალაქე დააკავეს – 27 წლის ქართველს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება
  • ვაკეში მოკლული ბიზნესმენის ძმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა – რა დეტალებია ხდება ცნობილი მერაბ ჯანგველაძეზე
  • ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში – არიან დაშავებულები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge