საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე ვახტანგ გომელაურს მიმართავს “სამართლებრივი დახმარების მიზნით”, თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაევალოს 600-მდე “სამართალდარღვევაზე” რეაგირება.
სირაძის პატაკს, რომელიც 1-ელი თებერვლით თარიღდება, ხატია დეკანოიძე აქვეყნებს და წერს, რომ “ქართული ოცნება” შსს მოქალაქეებისთვის, ჯამში, 3 მილიონის ჯარიმის დაკისრებას გეგმავს.
“მოგახსენებთ, რომ 2024 წლის ნოემბრის თვიდან ქ. თბილისში პერმანენტულად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, რა დროსაც ხშირად ფიქსირდება აქციის მონაწილეთა მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტები.
ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევებზე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან ხდება მტკიცებულებების სახით ვიდეოჩანაწერების ამოღება და პირთა იდენტიფიცირება, რომელთა მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოების მიზნით მასალების შეტანა ხორციელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში.
აღნიშნული საქმეების რაოდენობისა და საქმის წარმოების შემჭიდროვებული ვადების გათვალისწინებით, გთხოვთ, სამართლებრივი დახმარების მიზნით 593 სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირება დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს” წერს სირაძე გომელაურს.