საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, ამ დროისთვის დემონსტრანტებისთვის დაკისრებული ჯარიმების საერთო რაოდენობა 600 000 ლარს აჭარბებს.
საიას განცხადებით, 2023 წლიდან დღემდე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წესით დაკავება ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. 2025 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოება 1 600-ზე მეტ პირს შეეხო.
„სასამართლო მათ წინააღმდეგ, როგორ წესი, იყენებს ადმინისტრაციულ პატიმრობას ან ჯარიმას. დეკემბერსა და თებერვალში კანონმდებლობაში დაჩქარებულ ვადებში შეტანილი ცვლილებების შედეგად:
– გაოთხმაგდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა – 15 დღიდან 60 დღემდე;
– გაიზარდა ჯარიმების ოდენობა, რიგ შემთხვევაში – გაათმაგდა“, – წერს ორგანიზაცია.