პროევროპული, უწყვეტი პროტესტის 72-ე დღე – რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა ისევ გადაკეტეს.
ყოველდღიურ აქციას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან უკვე 2 თვეზე მეტია გრძელდება, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები შეუერთდნენ.
მომიტინგეების მოთხოვნები უცვლელია: ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პოლიტპატიმრები.