Wednesday, June 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“შეიძლება ისეთი ძვრები განვითარდეს, რომ ვეღარ დავიჭიროთ”- რას ამბობს ექიმი მზია ამაღლობელის შესახებ

February 7, 2025
“შეიძლება ისეთი ძვრები განვითარდეს, რომ ვეღარ დავიჭიროთ”- რას ამბობს ექიმი მზია ამაღლობელის შესახებ

“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელის „ვივა მედში“ სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა მოინახულა.  კონსილიუმის რეკომენდაციაა, რომ მზია ამაღლობელზე უწყვეტი მონიტორინგი კლინიკაში გაგრძელდეს.

როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ, გასტროენტეროლოგმა გიორგი გვილიამ განაცხადა, სისუსტის მიუხედავად მზია თავს უკეთ გრძნობს, ვიდრე კლინიკაში გადმოყვანამდე, თუმცა ამ მდგომარეობას აქვს საზღვარი:

“მდგომარეობა დასაფიქრებელია, შიმშილობის უკვე მერამდენე დღეა. როგორც გავეცანი დოკუმენტებს და ისტორიას, უფრო მძიმედ იყო კლინიკაში გადმოყვანამდე. კლინიკაში ნამდვილად ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება, ყველა საჭირო გამოკვლევა, რომ შიმშილობამ არ გამოიწვიოს მალე მძიმე შედეგები. დღესდღეობით ისეთი მძიმე მდგომარეობა, ძალიან მძიმე მდგომარეობა, რაც შეიძლება ყოფილიყო ამდენი დღის შიმშილობის შემდეგ, არ არის, მაგრამ ეს ალბათ ჩემი კოლეგების დამსახურებაა, რომ ადეკვატურად, კარგად და დროულად მკურნალობენ.

უნდა ითქვას, რომ ამ მდგომარეობას აქვს აქვს საზღვარი და ეს საზღვარი სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვანაირია. რაღაც დროის შემდეგ, ორგანიზმში ისეთი ცვლილებები მიდის, რომ ეს მიხმარება გარედან აღარ იქნება საკმარისი. შეიძლება ისეთი ძვრები განვითარდეს, რომ ვეღარ დავიჭიროთ — გულში, საჭმლის მომნელებელ სისტემაში, თირკმელში, ფილტვში, ღვიძლში. ყველაფრის უკმარისობა და მწყობრიდან გამოსვლა შეიძლება მოხდეს თანდათანობით. ამიტომ მე და ჩემს კოლეგებს მიგვაჩნია, რომ პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ პაციენტი აგრძელებს შიმშილობას, იგი უნდა დარჩეს კლინიკაში და აქ გაგრძელდეს მისი მკურნალობა. თუმცა, ისევ ვიმეორებ, ადეკვატური მკურნალობის პირობებშიც რაღაც დროის შემდეგ, ვითარდება ისეთი ცვლილებები, რომ მერე თუნდაც ძალიან მაღალი დონის სამედიცინო ჩარევით ვერ მოხერხდება პაციენტის გადარჩენა” – აღნიშნა გიორგი გვილიამ. 

ექიმთა კონსილიუმი, რომელმაც რეჟიმის პატიმარი მზია ამაღლობელი მოინახულა, ოთხ მედიკოსს აერთიანებს: გასტროენტეროლოგს, ნევროლოგს, ენდოკრინოლოგსა და ოფთალმოლოგს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ თებერვალში აცნობა, რომ…“ – რა დეტალები ხდება ცნობილი ისრაელის გეგმის შესახებ?
  • „ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება!” – რა სიახლე ამოქმედდება სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან?
  • „ისეთ ტკივილებს ვგრძნობდი, ღმერთს ვთხოვდი, გავითიშო-მეთქი…“ – რას ჰყვება მიხეილ მესხი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge