Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“თურმე სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული…”- რა ინფორმაციას ავრცელებს რომან გოცირიძე?

February 7, 2025
“თურმე სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული…”- რა ინფორმაციას ავრცელებს რომან გოცირიძე?

რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს:

შარშან საქართველოა ეროვნულმა ბანკმა ბანკი “ქართუ” დააჯარიმა და ეს ინფორმაცია საჯარო გახადა. ცოტა უცნაურად კი მეჩვენა ეს ფაქტი და პოსტიც გამოვაქვეყნე ამ საკითხზე. გასაკვირად იმიტომ მეჩვენა, რომ “ქართუს” ვერავინ გაუბედავდა დაჯარიმებას. ასეთი ფაქტი უკანასკნელად 2006 თუ 2007 წელს მოხდა, როცა მე ვიყავი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ბიძინა ივანიშვილი კი მაშინ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მთავარი პარტნიორი და დამფინანსებელი.

ჩემს პოსტზე ეროვნულმა ბანკმა მომენტალურად მოახდინა რეაგირება, გაავრცელა რა ვრცელი განცხადება, რომლის შინაარსი იმაში მდგომარეობდა, რომ თურმე არაა საჭირო ერთ-ერთი ბანკის დაჯარიმებაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება, რადგან განსაკუთრებული არაფერი ხდება და ამ განცხადებას თან დაურთო ყველა იმ ბანკის სია, რომელიც ბოლო წლებში იქნა დაჯარიმებული.

თურმე სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული: ეროვნულმა ბანკმა სპეციალურად, ივანიშვილის მოთხოვნით დააჯარიმა ბანკი “ქართუ” და შეგნებულად გაასაჯაროვებინა ეს ფაქტი ეროვნულ ბანკს. ამის მიზანი დღეს გაირკვა: ბაჩიაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა მოგვევლინა “მოწმედ” ივანიშვილის სასარგებლოდ, აღნიშნული დაჯარიმება კი მთავარ არგუმენტად მოიშველია. იგი ამტკიცებს, რომ “ქართუმ” თურმე წესების დარღვევით გასცა ბაჩიაშვილზე სესხი, თანაც ივანიშვილის, როგორც ბანკთან “დაკავშირებული პირის” მონაწილეობით და 8 წლის მერე გადაწყვიტა ბანკის ( და ივანიშვილის) დასჯა

სასაცილოა ხომ? თურნავამ გაბედა და კანონდარღვევაში ამხილა ივანიშვილი და “ქართუ”

რატომ სჭირდებოდათ ეს? ამით ეროვნული ბანკი ცდილობს დაამტკიცოს, რომ მარეგულირებელი ნორმების დარღვევით გაცემული ფული სესხი კი არ არის, არამედ ივანიშვილის “ინვესტიციაა”.

თავისთავად, მიმდინარე სასამართლო დავა მრავალმხრივ საინტერესოა, მაგრამ აქ მთავარი მაინც არის ერთი რამ- ქვეყნის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა არის ნულამდე დასული და იგი ივანიშვილის პირად ბანკირად და “ქართუს” ბროკერად იქცა.

თურნავა კი შესრულებული სამუშაობისთვის დაჯილდოვდება-ის სულ მალე მოვალეობის შემსრულებლის ნაცვლად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მოგვევლინება.” – წერს რომან გოცირიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „დახურულ კარს მიღმა ჩვენთან მოვიდა „დიფ სთეითის“ წარმომადგენელი, რომელმაც ღიად მოითხოვა…“ – რას აცხადებს ირაკლი კობახიძე?
  • „ორმაგი სტანდარტია ყველგან; საქართველოში არ არის არავისზე ნაკლები დემოკრატია, [არ არის] არანაირი დემოკრატიული უკუსვლა“ – მაკა ბოჭორიშვილი
  • როდის უნდა აღვნიშნავდეთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს? – თეიმურაზ პაპასქირი „მეტრონომთან“

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge