„ქრონიკის“ კითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა „ნაციონალურო მოძრაობა“ დროებით საგამოძიებო კომისიასთან, რომელიც პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის გამოძიებაზე იმუშავებს, პარტიის თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა აცხადებს: არა.
ხოლო კითხვაზე, რატომ არ ითანამშრომლებს პარტია კომისიასთან, ბოკუჩავამ უპასუხა:
„ეს მაქვს ერთადერთი პასუხი და შეგიძლიათ, ეს გააშუქოთ”.
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის“ კვოტები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განსაზღვრა.