სოციალურ ქსელში ჯგუფ”დაიტოვეში” მოქალაქე ავრცელებს მეტროში არსებული დაპირისპირების კადრებს და წერს, რომ მეტროში ბიჭი აგრესიით შემოვიდა და მგზავრებს როგორც ფიზიკური, ისე ვერბალური შეურაცხყოფა მიაყენა.
“ახლა დავბრუნდი დმანისიდან და მეტროში კიდევ ერთი მიზეზი დამემატა, რის გამოც უნდა გავაგრძელო ბრძოლა ჩემი ქვეყნისთვის.
ერთი ბიჭი შემოვიდა თავიდანვე დიდი აგრესიით, ერთ ქალს მიადგა და საშინელ სიტყვებს ეძახდა, რისი გამეორებაც აქ არ მინდა, რომ გავაპროტესტეთ, რატომ აყენებდა ადამიანს შეურაცხყოფას, გინება დაიწყო და ფიზიკურად დაუპირისპირდა მეტროში მყოფ რამდენიმე ბიჭს.
თავიდან ძალიან ახლოს ვიდექი და ამ ბიჭებს რომ დაარტყა, მეც მომაწვნენ და დავეცი, როგორც კი წამოვდექი დავიწყე გადაღება, ამიტომ რომ იცოდეთ, კიდევ უარესები ხდებოდა, რისი გადაღებაც ვერ მოვახერხე.
ეს ტიპი პატრულს გადავეცით, პატრულმა გაუშვა,”- წერენ სოციალურ ქსელში.